• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა მოტორსის“  შეთავაზებები Shell-ის ზეთებზე

ალია ავტორი - ალია
16:56 03-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ზამთრის შემდეგ შემოწმებას საჭიროებს – ძრავის ზეთია. მისი მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირება. ზეთი იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან. იმისათვის რომ დავიცვათ ძრავის ცვეთადი ნაწილები და ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია შევამოწმოთ ზეთის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.

„თეგეტა მოტორსი“ საგაზაფხულოდ მომხმარებელს Shell-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის  პროდუქციაზე სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

  • 30%-იანი ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში

„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში Shell-ის პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი სიბლანტის ზეთებზე 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

  • 25% ფასდაკლება Tegetashop.ge-ზე

„თეგეტა“ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიის დახმარებით გთავაზობთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუ „თეგეტა შოპის“ საშუალებით Shell-ის ბრენდის ზეთს შეიძენთ,  25%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

  • 20%-იანი ფასდაკლება „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში

20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში  Shell-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე.

ბრიტანული ბრენდი Shell-ი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად ითვლება.  Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL – ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში. რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. როდესაც Shell-ის პროდუქტის ხარისხსა და მაღალტექნოლოგიურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბრენდი გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport და უამრავი სხვა.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved