• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტა“ მომავალი თაობის მხარდასაჭერად – კომპანია საფეხბურთო სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლას უფინანსებს

ალია ავტორი - ალია
15:35 11-07-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

„მე არ მახსოვს, მაგრამ მშობლები მიყვებიან, რომ თურმე ბავშვობაში, როდესაც ვტიროდი, ერთადერთი, რითაც მამშვიდებდნენ, ფეხბურთი იყო, ჩამირთავდნენ ტელევიზორში ნებისმიერ თამაშს და მეც მაშინვე ვჩერდებოდი“.

სანამ საფეხბურთო მოედანზე მოხვდებოდა, ჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. 7 წლის იყო, პირველად მინდორზე რომ გავიდა და მწვრთნელების მოწონებაც მალევე დაიმსახურა. ორი წლით უფროსების გუნდში საკუთარ ანგარიშზე არაერთი გოლი ჩაიწერა, „ვარსკვლავს“ ეძახდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე. სხვა ოცნება არ ჰქონია, ყოველთვის დიდი ფეხბურთისკენ მიიწევდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს, 12 წლის მათე ბერიას ცხოვრების გზა უკვე არჩეული აქვს.

მათე ბერია: „თუ იშრომებ, თავდაუზოგავად თუ ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც ვაპირებ – ვიშრომო და ვიბრძოლო ბოლომდე, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვიდე და ჩემი ოცნება ავიხდინო. მინდა ვიყო ნაკრების კაპიტანი, გუნდზე მქონდეს პასუხისმგებლობა. ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ. ისეთი რამე არ არსებობს, რაც მეზარება, არასდროს ვიღლები და ამიტომ მჯერა, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ“.

ფიზიკა-მათემატიკით არის გატაცებული და ინგლისურ ენასაც უკვე კარგად ფლობს 12 წლის დაჩი ლილუაშვილი. დაინტერესებულია კომპიუტერული თამაშებით, უყვარს ცურვა და გიჟდება მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა ცხოვრების მთავარი ინტერესი და მოწოდება ფეხბურთია. მათეს მსგავსად, ისიც 7 წლიდან თამაშობს. პატარა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დაჩი ლილუაშვილი: „ძალიან პატარა ვიყავი, მამასთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურება რომ დავიწყე. ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და 35-ე საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს.  ყველაზე მეტად ჩემს საყვარელ გუნდში,  მადრიდის „რეალში“ მინდა თამაში. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება წარმატებულ ფეხბურთელს და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, თავს გამოვიჩენ თამაშებზე, ბევრს ვივარჯიშებ და მჯერა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდები და ჩემს ოჯახს დიდ სახლს ვუყიდი კუნძულზე“.

დაჩი და მათე იმ მოსწავლეებს შორის არიან, რომლებსაც საფეხბურთო სკოლაში სწავლა ,,თეგეტა ჰოლდინგმა“ დაუფინანსა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია 35-ე სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლის ერთი წლის საფასურს უხდის.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელი: „ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად „თეგეტა“ არაერთ აქტივობას ახორციელებს. ჩვენი კომპანიისათვის განათლება პრიორიტეტულია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდისთვის გახდეს ცოდნის მიღება უფრო ხელმისაწვდომი. შეუძლებელია მათეს, დაჩის, არჩილსა და ლუკას მოუსმინო და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით დიდი წარმატებისა და ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ“.   

35-ე სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არიან განსაკუთრებული უნარებით გამორჩეული აღსაზრდელები. ახლა ამ საქმეში სკოლას „თეგეტა ჰოლდინგიც“ ეხმარება ერთი მიზნით – უკეთესი მომავლისათვის.

გიორგი ავსაჯანიშვილი, 35-ე სკოლის დირექტორი: „თეგეტა“ გვერდში დაგვიდგა და ჩვენს ოთხ მოსწავლეს ეხმარება, ნიჭიერ თაობას, რომლებმაც მომავალში შესაძლოა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი მხარდაჭერა ბავშვებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აღსაზრდელები აუცილებლად გვასახელებენ“. 

საფეხბურთო სკოლაში დღეს 400-ამდე ბავშვი სწავლობს. სკოლას სწავლების დიდი გამოცდილება აქვს და უკვე არაერთი კარგად ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. მომავალში მათ რიგებს მათე, დაჩი, არჩილი და ლუკაც შეუერთდებიან.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved