• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

ალია ავტორი - ალია
16:18 08-10-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
386

„თეგეტა ჰოლდინგი“, Groupauto Caucasus-თან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.

Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნესშესაძლებლობებზე მსჯელობენ.

„მოხარული ვართ, რომ პანდემიის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, კვლავ გვემასპინძლა Groupauto Caucasus-ის კონფერენციისათვის. თეგეტა, როგორც ლიდერი კომპანია, 27 წელია, რაც რეგიონში ავტოინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნავს. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ამაში კიდევ უფრო დაგვეხმარება და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გავამყაროთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მსგავს შეხვედრებს უმასპინძლოს, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ავტოინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო წარმოჩენას“, – დიმიტრი გოზალიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.

 

„ბედნიერი ვარ საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში ყოფნით, სადაც ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტაა. ჩვენ გვსურს აქ ბიზნესის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის კონფერენციას თეგეტასთან და ბრენდების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები. მჯერა ამ ბაზრის განვითარების და ჩვენი ბიზნესმოდელის. მუდმივად ვუჭერთ მხარს თეგეტასა და ჩვენი წევრების განვითარებას დიგიტალიზაციისა და მწვანე გამოწვევების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ავტოინდუსტრიის ბაზრის ცვლილებაზეც, რადგან ელექტრიფიცირების პირობებში ეს გარდაუვალია. თეგეტასთან გვაქვს კონკრეტული მოვალეობები, შეიქმნა ახალი კომერციული პროდუქტები და ტრენინგები და გვინდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ვამაყობ, რომ თეგეტა ჩვენი ბიზნესის ნაწილია“, – ჰოლგერ ჰელმიხი, Groupauto International-ის დირექტორი.

 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა „თეგეტას“ სათაო ოფისი, შოურუმი და სერვისცენტრიც დაათვალიერეს.

 

Groupauto International ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს უზრუნველყოფს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. Groupauto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, Mobil, ZF, Continental, Philips, Osram, Exide, Clarios და სხვა. Groupauto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 2012 წლიდან რეგიონში Groupauto International-ის წარმომადგენლის, Groupauto Caucasus-ის წევრია. Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved