• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა არ ატარებს ბოღმას და კომპლექსებს, თავისუფალი ადამიანია, დიდი იუმორის გრძნობით – ბესო ზანგური

ალია ავტორი - ალია
19:50 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

რას ამბობენ კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები ახალ მინისტრზე, რა პრობლემები აქვთ, რას ელიან და რას ითხოვენ თეა წულუკიანისგან და როგორ გაიგეს მისი განცხადებები.

„ალია“ ესაუბრება რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური.

– კულტურის მინისტრი გახდა თეა წულუკიანი, როგორია თქვენი მოლოდინი, რას შეცვლის? რა უნდა იყოს მისი პირველი ნაბიჯები?

– პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის, პირადად ჩემთვის, ყველაზე რეალური, ყველაზე მისაღები კანდიდატურაა. კულტურის სამინისტროს სჭირდებოდა თეა წულუკიანის ხელი, თეა არის ხისტი და სამინისტროს, რომელსაც ბოლო დროს, მე პირადად „ცისფერ მთებს, ანუ ტიანშანს“ ვეძახდი, სჭირდება სიხისტე. ბოლო დროს, საიდან რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ვერ გაიგებდი, ერთიადაიგივე სახეები, დაბლოკილი ადამიანები, დაყოფა – ეს ის არის, ეს ეს არის. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც ახსნიდა ბლოკებს ხელოვანებს, შემოიტანს სიახლეს. ძალიან მომეწონა თეას პირველი ნაბიჯი, შეხვდა სამხატვრო ხელმძღვანელებს და ამისათვის დაიარა სათითაოდ თეატრები, იყო ჩვენთანაც, რუსთაველის თეატრში მოსული. მას არ დაუბარებია სამხატვრო ხელმძღვანელები თავისთან, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ, იქეთ მივიდა, მოუსმინა, გაიგო, ვის რა სტკივა, რა უხარია და ჩემთვის ეს იყო უკვე ნიშანი იმისა, რომ სერიოზულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. გავიგე, რომ დაიწყო ახალი კადრების ძებნა, ყველა ინფორმაცია მოდის თეატრში. თეატრში უფრო მალე იგებენ ამბავს, ვიდრე მინისტრის კაბინეტიდან გამოვა თანამშრომელი… ასე რომ, ვიცი, ახალი კადრების მოძიებითაა დაკავებული, ძველები ჩანაცვლდებიან. ბევრთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ იქ არის ზოგი ისეთიც, რომელიც სიახლეს საერთოდ არ მიესალმება, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბლოკავდნენ არტისტებს და ხელოვან ადამიანებს. ქართველ არტისტს, რომ არ მოგატყუოთ, ყველაზე მეტად რაც გაახარებს, ეს არის ხელფასის მომატება. რეალურად რომ გითხრათ, ასეა. მგონია, მაგ კუთხითაც გვექნება წინსვლა.

– ახლა რამდენია თქვენი ხელფასი, აი, ყველაზე კარგ ვარიანტში? და როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა გქონდეთ ხელფასი, რომ არსებობა შეძლოთ?

– 1150 ლარს ვიღებთ ხელზე. თუ არ ვცდები, 1500 ლარია გამოწერილი და მერე იბეგრება საშემოსავლო, პენსიის ფონდისთვის და ხელზე ვიღებთ 1100-1150 ლარს. ზეთი რომ 8 ლარი ღირს და კვერცხი 6 ლარი გახდა შეკვრა, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ხელფასი, ჩემი აზრით. იმდენი იყვირეს და იმდენი იძახეს, ბიძინა ივანიშვილი მსახიობებს ეხმარებაო – აჰა, აღარ გვეხმარება.

– თუ არ ვცდები, პირველად სწორედ „ალიასთან“ ინტერვიუს დროს თქვით, რომ შეწყდა ივანიშვილის დახმარება, დაახლოებით 1 წლის წინ.

– დიახ. მე 180 ლარს ვიღებდი, მაგალითად, იმდენი იყვირეს, რომ აღარ გვეხმარება და რა მერე? კარგია? ძალიან ცუდია.

– ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ, მეც გეთანხმებით, წლებია მართლაც გვესმის, რომ არსებობს ე.წ. შავი სია და დაბლოკილი ხალხი – ახლა რა შეიცვლება, სხვა ხალხი დაიბლოკება და დაბლოკილი ადამიანები გამოჩნდებიან, ყველა ერთად იმუშავებს, თუ რა მოხდება, როგორ გგონიათ?

– არა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ვინც იყო დაბლოკილი, ახლა რომ სულ იმას ვუყუროთ, ასე არ გამოვა. პირიქით, ყველა ერთად იქნება. მსახიობს არა აქვს პრობლემა მეორე მსახიობთან, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური მრწამსისაა, არტისტი არტისტს მაინც ყოველთვის გაუგებს. ეს რაც ხდებოდა, ხდებოდა ზემოდან, ჩაწვეთებული ამბები, ეს იმისია, ეს ამისია – პირველ რიგში დამთავრდება ეს ამისობა და იმისობა. თუ ზემოდან იქნება კეთილი ნება, ჩვენ, დაბლოკილებიც და დაუბლოკელებიც ერთმანეთს გავუგებთ.

– როგორ გაიგეთ მისი ნათქვამი, ხელოვნების კოდექსთან დაკავშირებით და როგორ გგონიათ, სჭირდება ხისტი ხელი კულტურას?

– არ ვიცი, თეატრალურ ცხოვრებას ყოველთვის მოჰყვება რაღაც კანონი, კოდექსი და ა.შ. თეა წულუკიანი ისეთს არაფერს გააკეთებს, რომ ხელოვან ადამიანებს არ მოგვეწონოს. ეს ადამიანი არ ატარებს ბოღმას და კომპლექსებს, თავისუფალი ადამიანია, დიდი იუმორის გრძნობით. ერთადერთი ვარ, მგონი, რომელიც არ გამოვირჩევი კუდის ქიცინით და ვაზელინის თავზე გადაპოხვით – ახლაც ვამბობ იმას, რაც არის და რასაც ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ, დიდი იმედი მაქვს და მჯერა, ძალიან მაგარი წლები ელის ქართულ კულტურას თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში. რაც არის დაძინებული და მკვდარი, იმას რეანიმაციას ჩაუტარებს ეს ადამიანი. ყველას წარმოვიდგენდით კულტურის მინისტრად და თეა წულუკიანს – არა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაზე მაგარი კანდიდატია. რაც შეეხება სიხისტეს, კი, ნამდვილად საჭიროა ამ სფეროში ხისტი და იმავდროულად, თავისუფალი ხელი!

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ბესო ზანგურითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved