საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ბესო ბენდელიანს ასამართლებენ.
ბენდელიანს გამოძიება 21 თებერვალს აქციაზე პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
“9 წელი მაქვს მისჯილი რუსეთის მიერ უკრაინის მხარეს ბრძოლის გამოო. პატივია ჩემთვის, თუ ხუნტა პატიმრობას მომისჯის” – თქვა სასამართლოს სხდომაზე ბესო ბენდელიანმა.
ამ წუთებში მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული და სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში განაჩენს გამოაცხადებს.
ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.














კომენტარები