• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში, წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა – 100-მდე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

ალია ავტორი - ალია
12:43 05-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დღეს, 1-ელ მაისს, ღრმაღელეს წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ცნობით, წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ ქსელზე დაზიანებები მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და უხვამა ნალექმა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 1-ლი მაისის დღის 12:00 საათიდან ხვალ, 2 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ჩუღურეთის რაიონში – სამშვილდის, მარუაშვილის, სამურზაყანოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, გუმათის, ხუდადოვის, მახათას, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გედევანიშვილის, სარკინეთის, მახათას აღმართის, ივერთუბნის, აგიაშვილის, შერვაშიძის, განთიადის, არაგვისპირელის, ყუბანეიშვილის, რეხისა და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში – ფშავის, მუჯირიშვილის, საინგილოს,სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, სართიჭალას, ბზიფის, აწყურის, საბანაკო დასახლებას, ტატიშვილის, უზნაძის, ბუცხრიკიძის ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლებასა და მიკრორაიონებს, .ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ღვინის აღმართს, მეტეხის აღმართს, 300 არაგველის, ბოდბის, ლუსინიანის, კაჩინსკის, დიდგორის, წულაძის, გაბრიელ სალოსის, მოსკოვის გამზირის ნაწილსა და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში – გეგუთის, სვირის, მირზაანის, ჟღენტის, გომარეთის, ახტალის, ლოტკინის მთის, ხერთვისის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ზედაზენის, ახალმოწამეთა, ღრმარელის, სანზონის, კაჭრეთის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ჩარგლის, ზიგზაგის, გავაზაურის, ილურიძის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, წიკლაურის ქსოვრელისა და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
ღვინო და ხორბალი – 2026
ახალი ამბები

ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი

13:21 06-09-2026
სილქნეტმა პედაგოგები დააჯილდოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა კონკურს „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“-ის გამორჩეული პედაგოგები დააჯილდოვა

11:27 06-09-2026
სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved