თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აღნიშნული შენობა წლებია, ავარიულია და იქ არავინ ცხოვრობს.
ამასთან, თვითმხილველები ამბობენ, რომ ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული შენობიდან ბოლო მცხოვრებელი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიყვანეს.
„მეოთხე ხარისხის დაზიანება იყო. დემონტაჟი იმიტომ ვერ განვახორციელეთ, რომ იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – აცხადებენ მერიაში.
კომენტარები