თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსელი სტუდენტი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ, მან მიმალვა მოახერხა.











კომენტარები