თბილისში, კოვიდსაწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის Sinovac-ის გასაკეთებლად, ყველა ჯავშანი შეივსო. ხელმისაწვდომი ადგილები ამ დროისთვის მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი.
ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 21 მაისს, 12:00 საათზე დაიწყო. Sinovac-ის 100 000 დოზა საქართველოს ჩინეთმა საჩუქრად გადასცა.
ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მოპოვებული არ აქვს.
			

                                
                                

                                









კომენტარები