თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული, ჩაიმტვრა ახლომდებარე კორპუსების შუშები, დაზიანდა მანქანები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
შენობიდან გამოჰყავთ დაშავებულები.
ჯერჯერობით, უცნობია აფეთქება რამ გამოიწვია.
კომენტარები