• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თბილისში რეალური ბოიკოტი შედგა” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ალია ავტორი - ალია
17:54 10-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,583

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,არცერთი ციფრი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პირადად ჩემთვის საინტერესო და სარწმუნო არ არის. მხოლოდ ის აღმაფრთოვანებს, რომ ქოცნებამ 81.7 % აიღო საქართველოს მასშტაბით. ეს პროცენტი ძალიან მომწონს, როგორც ქოცნების “მგლის ბილეთი“ დემოკრატიულ სამყაროში და მისი თუნდაც მცირედი აღიარების პერსპექტივის ჩამკეტი.

აქტივობაზე საუბარი საერთოდ სასაცილოა, იმიტომ რომ ოცნებამ ჯერ კიდევ 2024 წელს დაწერა ის რაც უნდოდა, როცა ჯერ კიდევ დიდი დაკვირვების ქვეშ იყო და 2025–ში საერთოდ რაც უნდა იმას დაწერდა, ვინ შეუშლიდა ხელს?

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან საინტერესოა თბილისის მონაცემები. თბილისში ტოტალური გაყალბება მაინც რთულია. ვივარაუდოთ, რომ ნაწილობრივ გააყალბეს. ამის მიუხედავად, თბილისის მონაცემებით, როგორც აქტივობით, ისე პარტიების მიერ მიღებული შედეგებით ცხადად გამოჩნდა, რომ თბილისმა მაინც უარი უთხრა არა მხოლოდ ოცნებას, არამედ ლელოს და გახარიასაც. თბილისში რეალური ბოიკოტი შედგა.

ციფრები:

აქტივობა თბილისში 2025 წელს – 31.08% – 324 281 მისული ამომრჩეველი

აქტივობა თბილისში 2024 წელს – 60.11% – 626 577 მისული ამომრჩეველი

თბილისში წელს 302 000 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა, ვიდრე ერთი წლის წინ.

დრამატული შედეგი დადეს თბილისში ლელომ და გახარიამ:

ლელომ 2024 წელს თბილისში აიღო 77 000 ხმა
2025 წელს – 30 000

გახარიამ 2024 წელს თბილისში აიღო 70 000 ხმა
2025 წელს – 9600

კლება ქონოდა ქოცნებასაც:

2024 წელს ქოცნებამ თბილისში აიღო 263 000 ხმა
2025 წელს – 212 000 ხმა

ოპოზიციამ ჯამში 2025 წელს აიღო 90 000 ხმა (ანუ ყველანაირმა ოპოზიციამ, იაგოიან ალტინფოიან ლელოიან გახარიიანად)

ქოცნებამ და ოპოზიციამ ერთად ჯამში 302 000 ხმა.

ანუ 324 000 მისული ამომრჩევლიდან 22 000–ის ბიულეტენი არ ჩაითვალა. არ ვიცი ყველა გადახაზეს თუ რატომ.

საინტერესო ციფრებია“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved