• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში მოძრაობა იზღუდება – ნახეთ ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

ალია ავტორი - ალია
18:09 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.

თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან. მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

ავტობუსები – N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, რის შემდეგაც, მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, N6, N14, N42, N52, N58, N87, N88 და N150 ავტობუსები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ასევე, ავტობუსები – N31, N301, N345, N37 და N46, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება N59 და N91-ს, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სვლას ჯავახიშვილის ქუჩისკენ განაგრძობენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან; ავტობუსი – N33 გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება.უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსები – N50, N71, N344 და მიკროავტობუსი N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ და მგზავრთა მომსახურებაას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.

ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, ამაღლების ქუჩამდე (N11-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43 და N80 ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და მგზავრთა მომსახურებას პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები არ შეიცვლება.

მიკროავტობუსები – N2, N31, N72, N120 და N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან და შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; მიკროავტობუსი – N140 გორგასალის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს დაუკავშირდება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved