თბილისში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. „კანონიერი ქურდის”, ლაშა ბარათელის ძმა, ლევან ბარათელი დააკავეს. ასევე დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ.
მათ ბრალი „ქურდული სამყაროს” წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს” წევრები – ლ.ბ. და კ.კ. „კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის” გზით, „კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.
პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი”.
კომენტარები