• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისში იქნება ადგილი სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და მედიკამენტები” – სინჯიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:56 05-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
875

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი:

“თქვენც ასე ხედავთ?
სასწაულების, გვჯერა კი არა სასწაულებით ვარსებობთ მართლა, მაგრამ ახლა მეც არ მჯერა რომ ვუყურებ და ეს წარწერა ნამდვილია
? თბილისში იქნება ადგილი სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და მედიკამენტები
? ამ შენობაზე ათასობით უპოვარის, ობლების, ავადმყოფების, მარტოხელა დედების და მოხუცების, პატიმრების ოჯახების და ყველა სოციალურად დაუცველის ბედია დამოკიდებული, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ?
?ათი წლის წინ შევაგროვეთ პირველი ტანსაცმელი და საჭმელი და თქვენი დახმარებით მართლა შეუძლებელი მოვახდინეთ
ვინც თავიდანვე თვალს გვადევნებთ, კი იცით რა რთული გზა გამოვიარეთ, სანამ მართლა ქვეყნისთვის ამხელა საქმეს გავაკეთებდით ჩვენ – ქართველი მოხალისეები
ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ასეული მოხალისეს შრომა, რამდენი უძილო ღამე და რამდენჯერ ასიათასი კილომეტრია გავლილი. რამდენი ოფლია დაღვრილი, რამხელა შრომა გაწეული და რის ფასად მოვედით აქამდე.
?შენობა, საქართველოს მთავრობისგან, ათი წლით სარგებლობაში გადმოგვეცა. იარსებებს მოხალისეების დახმარებით და მოქალაქეების გვერდით დგომით
შენობის რემონტი უკვე დავიწყეთ, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მართლა მარტო თქვენი იმედი გვაქვს
ამ შენობაში შეგროვდება ყველა სახის დახმარება – ვისაც კი ზედმეტად ერთი უბრალო მაისური ან ერთი ნაჭერი პური გექნებათ, შეგიძლიათ, 1 ივნისიდან აქ მოიტანოთ. ჩვენ გადავცემთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჰაერივით სჭირდებათ.
? შენობაში იქნება- მარჯვენა მხარეს საჭმელის დიდი მაცივრები და მარცხენა მხარეს ტანსაცმელის უფასო გალერეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა და ჩაცმა. ნებისიერი სახის საოჯახო ნივთები, წიგნები და სამკურნალო მედიკამენტები.
? შენობა 1 ივნისს გაიხსნება და იქამდე იარსებებს, მართლა სანამ უკანასკნელ ადამიანს არ მობეზრდება სხვისი დახმარება. ასეთი შენობა, თუ არ ვცდები არც არასოდეს ყოფილა. შენობა დახმარებას გაუწევს ქალაქში ყველა ადამიანს, ვინც კი მოვა.
? აააი მართლა გულით გთხოვთ ყველას, ჩემს მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, მეზობლებს, ნათესავებს, უცნობებს და ნაცნობებს. თუ ვინმე მიცნობთ და პატივს მცემთ, თუ ვინმეს ჩვენი საქმე რამედ მიგაჩნიათ, დაგვეხმარეთ რითიც შეძლებთ რა, ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავუკეთოთ ქვეყანას
❤️ გვჭირდება ყველანაირი დახმარება,
გვჭირდება კარგი ხელოსნები, ვისაც გცალიათ, გვჭირდება ადამიანები, ვისაც კედელზე ხატვა შეუძლია. (საღებავები ჩვენზეა) გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც როცა კი შეძლებთ, მოგვეხმაროთ და რა თქმა უნდა გვჭირდება საკმარისი ფული, რომ შენობამ შეუფერხებლად იარსებოს
?მთელი გულით გთხოვთ, გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ.ადამიანებს და მედიას, რაც შეიძლება ბევრი რესურსი უნდა შევაგროვოთ, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, იცით რამდენი ათასი ადამიანი გველოდება? ❤️
?1 ივნისიდან კი საჭმელის და ტანსაცმელის მოტანაც შეგიძლიათ.
ჩვენ გაუჩერებლად ვმუშაობთ და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს ❤️ ქარვასლასთან კი მაინც ისევ შევაგროვებთ ხოლმე ამ ყველაფერს ❤️
ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დამირეკოთ – 558181218. თუ ვერ გიპასუხეთ, მესიჯი დამიტოვეთ და აუცილებლად დაგირეკავთ ❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
?ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება ❤️
და პირველი ივნისი, შენობის გახსნის დღე ❤️
არასოდეს დანებდეთ! როცა ძალიან ჭირს, მაშინაც არ დანებდეთ! როცა გზა აღარ არის, მაშინაც არ დანებდეთ! გჯეროდეთ თქვენი თავის და თქვენი ოცნებების! აუცილებლად ყველაფერი გამოვა !
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია ❤️
აკა სინჯიკაშვილი. 2022 წელი. 6 მაისი. გიორგობა დღე.
ნახავთ როგორ გაანათებს ყველაფერი ❤️“
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
თეგები: აკა სინჯიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved