• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში დღეს გადაადგილება შეიზღუდება – დეტალურად

ალია ავტორი - ალია
10:07 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსი – N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით, ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს;

ავტობუსი – N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე გადაადგილდება და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს;

მიკროავტობუსი – N50 მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობს, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ “ავლაბარს”. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი მეტროსადგურ “ავლაბრიდან” გაივლის ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგაც, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

მიკროავტობუსები – N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ;

მიკროავტობუსი – N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. შემდეგ, მიკროავტობუსი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N140 იმოძრავებს დადგენილი სქემით;

მიკროავტობუსი – N150 გორგასალის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით კი, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მიკროავტობუსი პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლებს და გორგასალის ქუჩაზე მოხვდება, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved