თბილისის სამ უბაში ერთდროულად მიმდინარე სპეცოპერაციების შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ორგანიზებულ დანაშაულს ეხება და პოლიცია დაკავებულებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.
გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩაშე სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივების განცხადებით, ისინი ნაქირავებ ბინაში იყვნენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გააკეთებს.
კომენტარები