• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
14:09 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისი დასტურიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, მდებარეობს შოთა რუსთაველის ძეგლი.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რასაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ. მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული – კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე, ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ამ ყველაფრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და დიდი მადლობა უზბეკეთის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური
ცენტრი დაათვალიერეს.

„დღეს ტაშკენტში ვმასპინძლობთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეგობრული ურთიერთობა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ძალიან ახლოსაა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განვაგრძობთ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა ტაშკენტის მერმა.

თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში – ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved