• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ, მაგიტომ მომიყვანეთ შსს?” – “თბილსერვისის” თანამშრომლები

ალია ავტორი - ალია
16:58 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება – მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპის შემდეგ ხელმძღვანელობა დაბალი ანაზღაურებით უკმაყოფილო თანამშრომლებს ხელფასების მატებას ახალი წლების შემდეგ დაპირდა, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

უკმაყოფილი მეეზოვეები მერის, კახი კალაძის მისვლასაც ითხოვდნენ და ტექნიკა ეზოდან არ გაუშვეს. ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.

“არ გრცხვენიათ?! კრიმინალური ავტორიტეტი ვარ მე ირაკლი ბაღდავაძე, რომელმაც დააყაჩაღა რაღაცა ბანკი, რომ დამიჭიროთ თუ რა, ნაგავს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ მაგიტომ მომიყვანეთ ეს ხალხი? თბილისს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ, მაგიტომ მომიყვანეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! სირცხვილი არ გაქვთ უფროსობას? გამოდით ეხლა, კალაძე მოვიდეს აქ.

ბენზინი რომ გადავისხი და აქ რომ შემოვედი ღამე, არიქა ტელევიზია არ მოიყვანონო ჩემ მეუღლეს რომ ეუბნებოდნენ და ჩქარა-ჩქარა ყველაფერი აუსრულდებაო. შემდეგში მე და ჩემი ცოლი მოვალთ და მართლა დავიწვავთ თავს, როგორ იხვეწებოდნენ ტელევიზია არ მოვიდესო?! – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული 

დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ზაფხულში და სიცხეში ზამთრის ფორმები აცვიათ.

ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მუშაობას და ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

“ციყვებს ნუ გვეძახიან, საბუთებში რომ წერია ჩვენზე თანამდებობა ციყვი, უკან მანქანაზე რომ ჩამოკიდებულები ვართ. ნუ უყიდიან თავიანთ ცოლებს 200 დოლარიან ჩექმებს და ჩვენ ჩვენი კუთვნილი მოგვცენ, ჩემი ბათინკი რაც კონტრაქტში მიწერია, ელიავაზე რომ იყიდება, ის მე მომცენ, მეორადებში კი არ უნდა ვიყიდო მაიკა, ზაფხულში ზაფხულის მაიკა უნდა მომცე და არა დუტის. 

ტექნიკის შეცვლას ვითხოვ, იმიტომ, რომ ცხრა სიჩქარიანი მანქანით დავდივართ და ორი სიჩქარე აქვს, პირველი და ზადნი, ხან მატორი ასტუკებს, ხან პაკრიშკა სკდება, ნაგავი გასდის წურწურით მთელ ქალაქში, ხალხი აყროლდა”, – ამბობს თანამშრომელი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved