• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისს აქვს ერთი სიმახინჯე…” – რას წერს დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
15:32 12-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
785

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

უპატრონო ძაღლების ქვეყანა
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამას წინათ ევროპელმა სტუმარმა მითხრა: თბილისის ცენტრში ვცხოვრობ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ევროპული ქალაქის პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რომ დააკვირდები, აქვს ერთი სიმახინჯე, რაც მის აზიურ/აფრიკულ/კავკასიურ დაფარულ ბუნებას ამჟღავნებსო.
`კავკასიურ` წამოცდა, თუმცა თავისთავად საინტერესოა ამგვარი ნარატივი, მაგრამ სხვა თემაა.

`რა თვისებაა მეთქი ასეთი?` – ვკითხე
`უპატრონო ძაღლები` – მიპასუხა უყოყმანოდ, დაუფიქრებლად და კითხვაც დაამატა: `ასეთი რამ ევროპაში თუ გინახავსო`.

არა, არ მინახავს.

მაგრამ რატომ? როგორ?

ველაპარაკე და გაირკვა, რომ მთავარი, რაც ამ პრობლემის გადაწყვეტის დასაწყისი გახდა ევროპაში, იყო ფუნდამენტური კანონი შინაური ცხოველების აღრიცხვის შესახებ.

ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ `ქუჩის ძაღლების` პოპულაციის გავრცელებას პირველ რიგში იწვევს უპასუხისმგებლო და ქარაფშუტა მოქალაქეების მიერ ლეკვის აყვანა და მერე მისი გაგდება.
80%-ით ასეა.

ევროპაში ეს შეუძლებელია: თუ ძაღლი აღარ გინდა, შეგიძლია თავშესაფარში ჩააბარო, მაგრამ გვარიან ჯარიმას გადაგახდევინებენ. თუ გააგდებ ამაზეც დიდი ჯარიმაა.
სპეციალური სამსახური სახლებში მიდის და ამოწმებს.

`მოკვდა და დავმარხეო` – `იოლად` მოიტყუებს რასაკვირველია ტრადიციული ქართველი, მაგრამ ნუუუუურას უკაცრავად: თუ ძაღლი მოკვდება ევროპაში, სანიტარულ სამსახურს უნდა შეატყობინო. მოვა, დაადასტურებს და მერე დამარხავ. თუ არა და ამაზეც გვარიანი ჯარიმაა!

ახლა რაც შეეხება მიუსაფარ ქუჩის ძაღლებს:

ევროპაში მათ ქუჩაში აძინებენ ძვლიან ხორცში შერეული დასაძინებლით (ანუ ყეფა-წკმუტუნის გარეშე), მერე გადაჰყავთ თავშესაფარში, იქ ხდება კასტრაცია, აცრა და კვება სანამ ცოცხლები არიან

ძვირია? დიახ ძვირია. თან ძალიან ძვირი, მაგრამ….კომფორტი ძვირია!
აბა როგორ გვინდა?

რა თქმა უნდა მაშინვე გამოჩნდებიან პოპულისტები, რომლებიც მორთავენ ამაზრზენ წუწუნ-დემაგოგიას: `ადამიანებს შიათ და `ესენი` კილოობით ხორცს ძაღლებს აჭმევეეეეეეეეენ….`

მაგრამ ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, პოპულისტებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
ეს სწორედ ის პოპულისტები იქნებიან, ახლა რომ ისტერიკა აქვთ `უიმე ძაღლმა ბავშვი დაკბინა……` `უიმე ცოფიიიიიი`

ჰო და, `ევროპელობა` კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ ძაღლებს ასე ადვილად არავინ დაგახოცინებს `იოლი გამოსავალის` სახით.

ესაც ძალიან მნიშვნელოვანი მარკერია ევროკავშირისთვის (ხოცავ თუ არა ცხოველებს) და ასეთ შემთხვევაში ჩვენთან ყოველგვარ მოლაპარაკებას და ურთიერთობას შეწყვეტენ, როგორც ადამიანურ` სამხეცესთან`.

ევროპელობა ძ ნ ე ლ ი ა!

თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved