• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდა – გაიგეთ აღდგენის დრო

ალია ავტორი - ალია
12:04 06-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე უკვე განახლდა 5.2 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 80 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 15 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ჯივიპი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოები დღეს, 15 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყეს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან, 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს. მარშალ გელოვანის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს. დიღმის მასივის I და II კვარტალის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved