• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მეტროს ამოქმედებიდან 56 წელი გავიდა – 14 პირს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა

ალია ავტორი - ალია
13:40 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

56 წლის წინ თბილისის მეტროს დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროს იუბილესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე თხუთმეტ თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.

თბილისის მეტროს იუბილეს შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც დაჯილდოებული პირები დაასახელა.

საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ ჯუმბერ მერაბიშვილს, ავთანდილ ჯანეზაშვილს, იური ენუქიძეს, ალექსანდრე გოგინაშვილს, ვალერიან კავკავაშვილს, გელა იტრიაშვილს, რობიზონ სარდლიშვილს, რევაზ თიკანაშვილს, რევაზ ჩიტაშვილს, ნიკოლოზ დათებაშვილს, გოჩა ლელუაშვილს, ბადრი ქუხილავას, მიხეილ ყიფშიძესა და ვაჟა გიგილაშვილს.

“თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად, დაახლოებით, 200-250 ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს, მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში მეტროს ასობით თანამშრომელი ემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულად ჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს. მათ საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. კონკრეტულად ამ თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც ვფიქრობ, საქმის სიყვარულის და ერთგულების მანიშნებელია. მინდა, ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწ გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved