• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალურ პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს, რაშიც 4 მლნ ევრო დაიხარჯება

ალია ავტორი - ალია
15:21 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა, ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემებია, რადგან საქართველოში შესაბამისი კომპანიები ფიზიკურად არ არსებობენ.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებასა და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემები არის იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები, თუნდაც პროექტის განხოციელების, ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის, ჯამურად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.

„თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და თორმეტივე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, შეადგენს 55 მლნ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved