• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში მოსახლეობას შეხვდნენ

ალია ავტორი - ალია
19:24 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ადგილობრივ მცხოვრებლებს  შეხვდნენ. 

კახა კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათ დედაქალაქისთვის  სასარგებლო კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას დაპირდა.

„მზად ვართ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, როგორც ამას წინა 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. გპირდებით, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით საუკეთესო პროექტებს განვახორციელებთ.  ტრანსპორტი, ფაქტობრივად, განახლებულია, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს თბილისში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები და გამოწვევები, თუმცა, თანდათან ჩვენ მათ დავძლევთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით,  დედაქალაქისა და კონკრეტული რაიონის წინაშე არსებული  გამოწვევები  ერთობლივად, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, წარმატებით დაიძლევა.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. რაც მთავარია, ვიცით, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქი, გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმა. ვიცით, რომ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს ალტერნატივა. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  ათასობით სკვერი და პარკი რეაბილიტირდა, თუმცა,  არ ჩათვალოს ვინმემ, რომ ყველაფერი კარგადაა. გამოწვევა კიდევ მრავლადაა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენლის საშუალებით, თქვენ ყველაფერზე გექნებათ პასუხი. თუ რაიმე ვერ იქნება გადაწყვეტილი კონკრეტულ ეტაპისთვის, თქვენ გეცოდინებათ, რომ ამისთვის ყველაფერი იყო გაკეთებული და ასევე ისიც,   თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა გადაწყვეტა. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პრობლემის  დაძლევას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

შეხვედრა ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტლის 1ა კორპუსის წინ, რეაბილიტირებული სკვერის ტერიტორიაზე გაიმართა.  რეაბილიტაციამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო  მეტროს გამნიავებელი შახტი, რომელიც წლების განმავლობაში იერსახეს უფუჭებდა გამზირს.  კახა კალაძის მერობის პერიოდში დემონტაჟი ჩაუტარდა უსახურ შენობა-ნაგებობებს, მათ ადგილზე კი თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების ქსელი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ გამოიწვია ვაჟა-ფშაველას ხეივნის გადიდება და მოეწყო მოსასვენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 100 000 ლარია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  კახა კალაძის შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved