• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირზე შეხვდნენ

ალია ავტორი - ალია
15:02 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მოსახლეობას  შეხვდნენ. 

კანდიდატები ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქში, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.

თბილისის მერის განცხადებით, მის გუნდს აქვს დედაქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი  გრძელვადიანი ხედვა. მისივე თქმით,  ყველა რეფორმა და პროექტი, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად განხორციელდება. 

„მე ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს შორის ზოგი მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. მთავარია, ვიცოდეთ, რომ ეს არის სწორი გზა და ის, რაც აუცილებლად სჭირდება თბილისს სწორი განვითარებისთვის, კონკრეტული პროექტებისა და რეფორმების სახით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა,  ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატობა მისთვის პასუხისმგებლობასთან ერთად განსაკუთრებულ მოტივაციასაც წარმოადგენს. 

„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თქვენ წინაშე დგომა, როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის. თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს არის მოტივაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უბანი, სადაც ვცხოვრობ, სადაც მყავს უამრავი მეგობარი, მეზობელი, ნათესავი. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ქალაქისთვის და ერთ-ერთი მთავარი მათ შორის ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.  ჩვენ ზუსტად ვიცით,  როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრა ჭავჭავაძის გამზირის #50-ში, კოკა კლდიაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. კახა კლაძის მერობის პერიოდში, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები 900 კვ.მ. ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშო ატრაქციონები,  ასევე განათებისა და  სარწყავი სისტემები; რბილ საფარზე მოეწყო ახალი საბავშვო მოედანი; განთავსდა დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი;  მოიჭრა გამხმარი ხეები და  ახალი ნარგავებით ჩანაცვლდა; დაითესა ბალახი; შშმ პირებისთვის მოეწყო პანდუსი. პროექტის ღირებულება 117 000 ლარია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  კახა კალაძის შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved