• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 8-კომპონენტიანი ნარკოტესტი გაიარა

ალია ავტორი - ალია
13:29 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ინიციატივით, ნარკოტესტი გაიარა.

„სუფთა ვარ ყველანაირად. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ანალოგიურად, ჩაიტაროს ტესტირება და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მოთხოვნით, მას სტანდარტული, 5-კომპონენტიანი ნარკოტესტის ნაცვლად, 8-კომპონენტიანი კვლევა ჩაუტარდა.

„სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს ევალება არანაკლებ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირების ჩატარება. ესენია: მორფინის ჯგუფი, მარიხუანა, ამფეტამინი, მეთადონი და ბუპრენორფინი. ამ ხუთ ჯგუფს კახა კალაძის ინიციატივით დაემატა სამი ჯგუფი: კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. ექსტაზი ანუ MDMA. რვავე ნივთიერებაზე ამ კანდიდატის შემოწმებისას მიღებულია უარყოფითი შედეგი ანუ სუფთა აღმოჩნდა“, – განაცხადა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა.

მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ კახა კალაძემ 2 დღის წინ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved