• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ

ალია ავტორი - ალია
15:43 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება. 30 წლის განმავლობაში უცებ, ერთი ხელის მოსმით მოგვარება გამორიცხულია. მე რასაც გავაკეთებ, ამას ვამბობ. რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვერ დაგპირდებით. შესაბამისად, რასაც ვიტყვით, ის პროექტები იქნება შესრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში, ვაპირებ, თბილისელებს წარვუდგინო, ჩემი პრობლემა, ხედვა, კონცეფცია, როგორ მესახება ქალაქის განვითარება და 4 წლის შემდეგ როგორ ვხედავ თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის ოთხი წლის წინანდელი გამოწვევები თანდათან  დაძლეულია და ამჟამად საჭიროა, თითოეული უბნის საჭიროებებზე მორგებული მეტი პროექტი განხორციელდეს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ბატონი კახის დამსახურებით ბევრი რამ გაკეთდა. პირველ რიგში გაკეთდა ის, რომ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი და გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. არსებობს რეალობად ქცეული ურბანული პოლიტიკა, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს გაუმჯობესებული ეკოლოგიური ვითარება – ათასობით სკვერი, ასევე, საქალაქო მნიშვნელობის პარკები რეაბილიტირებულია ან რეაბილიტაციის პროცესშია. ოთხი წლის წინ, ეს მიმართულებები იყო ქალაქის მთავარი გამოწვევა და ვხედავთ, რომ დღეს ის რეალობად არის ქცეული. დღევანდელი სლოგანი კი – „სიცოცხლე ყველა უბანში“ გულისხმობს თითოეული უბნის, ეზოს, კორპუსის პირობების გაუმჯობესებას და განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრა წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართა. პროექტის თანახმად, 1800-მდე კვ.მ  ფართობზე განთავსებულია სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ბატუტები, ასევე, სხვა ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაზე გადანაწილდა; დამონტაჟდა  საპარკე ავეჯი; მოეწყო სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები; დამატებით დაირგო მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved