• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
16:22 03-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

 

 

უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ.

ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა.

თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია,  გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან.

ჩვენ უკვე გვაქვს  შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება.

ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პანდემიის დროს ძალიან ბევრ ოჯახს, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესში ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი აქტიურობა იქნება, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაშიდა ჩვენ ყველა, ამ ძნელბედობის ჟამს, გვერდში დავუდგებით ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს.

იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ – უკრაინისთვის.

რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

კიდევ ერთხელ, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვისურვო, რომ მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებაში, წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს.

თეგები: კახა კალაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved