• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიამ სპორტის მხარდასაჭერად 1 920 სპორტული პროექტი განახორციელა

ალია ავტორი - ალია
19:15 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

დედაქალაქის მერის მოადგილემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ ახლგაზრდული პროგრამებისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.

ანდრია ბასილაიას განცხადებით, ახალგაზრდული ბანაკების პროგრამით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდებთან, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც მათი ფორმალური განათლების ნაწილს შეავსებს. რამდენიმე წელია საზაფხულო ბანაკები ავამოქმედეთ და ამ სერვისით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა. ეს ყველაფერი არის უფასო. თბილისის გარშემო სხვადასხვა თემატური ბანაკი ორგანიზდება. ახალგაზრდები ირჩევენ იმ მიმართულებას, რომელიც მათთვის საინტერესოა. ეს არის ერთგვარი დასვენების შესაძლებლობა და შემავსებელია აკადემიური წლის.

სულ ორიოდე წელია, რაც დავიწყეთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამაც, სადაც 39 პროექტი დაფინანსდა. ჩვენ ახალგაზრდებს მივეცით შესაძლებლობა, რომ, ერთი მხრივ, თავიანთი სოციალური მიზანი განავითარონ და მეორე მხრივ, დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინონ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ატარებს სტუდენტურ ფესტივალს, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს 20 000-მდე სტუდენტი.

„2018 წლიდან იმართება სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი. იმართება სხვადასხვა შეჯიბრება, კონკურსი, კონცერტი და ერთგვარი სოციალიზაციის პლატფორმაა შექმნილი. ასევე, ჩვენს დედაქალაქში ძალიან პოპულარულია ქუჩის ხელოვნება, იგივე „სტრიტ არტი“ – მოიხატა 200-მდე კედელი. აქედან ამ პროცესში 100-მდე ქართველი და 50-მდე უცხოელი მხატვარი იყო ჩართული. ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ბევრი ღონისძიება ხორციელდება და ეს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება სპორტის მხარდაჭერის მიმართულებას, 2018-2025 წლებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა 695 თბილისელი სპორტსმენი.

„ჩვენთვის როგორც პროფესიონალური სპორტის მხარდაჭერა, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2 000-მდე სპორტული პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორის, ჩვენი პროფესიონალი სპორტმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტურნირებზე გასვლა, მოქალაქეების აქტიური ჩართვა სპორტში და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მწვრთნელებს – 350 მწვრთნელი სპორტის 49 სახეობაში იღებს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას.

ყურადღებას ვუთმობთ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს. მუნიციპალიტეტის მიერ სპორტის 32 სახეობაში ყოველწლიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის 260 სპორტსმენი.

გარდა ამისა, ამოქმედდა ქალთა გუნდების მხარდაჭერის პროგრამა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალი ქალთა გუნდი შეიქმნა. ჩვენ ვაფინანსებთ, როგორც მათთვის სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შეძენას, ასევე ტურნირებში მონაწილეობას. ჯამში, დაფინანსდა 268 სპორტული კლუბი და ორგანიზაცია. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ 40 სპორტულ ფედერაციასთან“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე უფროსი თაობისთვის ხელშემწყობი პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

„ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“. პროგრამის მიზანია უფროსი თაობის ჩართულობა სპორტში. ჩვენ მუნიციპალურ ობიექტებში კონკრეტულ საათებში მივეცით შესაძლებლობა ადამიანებს, რომ სრულიად უფასოდ ისარგებლონ აუზებით და სპორტული დარბაზებით. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო ობიექტებიც დავამატეთ. ასევე, ბოლო წლებში სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური დატვირთვების სკრინინგის პროგრამა დაიწყო. 18 წლამდე ასაკის 1 700 სპორსტმენს ჩაუტარდა კომპლექსური სამედიცინო შემოწმება/სკრინინგი“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

ამასთან, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა პარასპორტის მიმართულებით მიღწევებზეც. კერძოდ, 2018-2025 წლებში პარასპორტსმენებმა სხვადასხვა ჩემპიონატზე მოიპოვეს 130 ოქროს, 77 ვერცხლისა და 150 ბრინჯაოს მედალი.

„მეამაყება ის რომ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალურია. აქ მომზადებას გადის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა პარასპორტსმენი. მომზადება სპორტის 14 სახეობაში ხდება. ცენტრში ფუნქციონირებს ფიტნეს-გამაჯანსაღებელი სექცია. საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 280 შშმ პირი და 19 მწვრთნელი. მიხარია, რომ შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, რომელსაც ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე აღწევენ. აღნიშნული ცენტრის მხარდაჭერა მომავლშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved