• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია, როდემდე უნდა იფხანოთ მარცხენა ხელით მარჯვენა ყური?

ალია ავტორი - ალია
02:05 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

საზოგადოებრივი ბორდის წევრი, ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“თბილისის მერიას და, საერთოდ, ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართავ:

როდემდე უნდა იფხანოთ მარცხენა ხელით მარჯვენა ყური და მარჯვენა ხელით მარცხენა ყური?!

ფიმფამფლუ სასწავლებლებში ის არ გასწავლეს, რომ ნებისმიერი პროცესის დაწყებამდე საზოგადოების წინსწრებით ინფორმირებაა აუცილებელი?!

კარგი, ვთქვათ, არ გასწავლეს (არადა, დარწმუნებული ვარ, გასწავლიდნენ!), პრაქტიკამ მაინც არ გიჩვენათ, რომ ასე, წერაყინით და ქვიშიანი სათლით სირბილი ძალიან დამღლელია?!

როდემდე უნდა აქროთ ხანძრები იქ, სადაც შესაძლებელია პრობლემის ალიაქოთის გარეშე მოგვარება?!

ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი გონივრული მიდგომით!

ახლა რომ გვეუბნებით, აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელები არც სოციალურად დაუცველები არიან და არც უსახლკაროებიო, ადრე რატომ არ გვითხარით, მთელი დღის განმავლობაში ქვეყანა რომ ააფორიაქეთ?!

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კერძო საკუთრების უკანონოდ დაუფლება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება სახელმწიფო ქონების მიტაცებაც!

არ შეიძლება და მორჩა!

უკანონობას არ აქვს გამართლება!

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების სიხარბეზე ვსაუბრობთ, ეს არ ამართლებს სხვათა მტაცებლობას!

რა გამოდის, ამ ადამიანებს შესაძლებელობა რომ ჰქონდეთ, ისევე გაძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს, როგორც ისინი ძარცვავენ, ვისაც ამუნათებენ?!

გაჭირვებით ყველაფრის გამართლება არ შეიძლება!

და ამ შემთხვევაში სხვა საუბარი, უბრალოდ, სპეკულაციაა!

აგერ, ნახეთ, რა შევიტყვეთ გუშინდელი აურზაურის შემდეგ.

არადა, ვიმეორებ, ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წინა დღეებშიც შეიძლებოდა.

უფრო სწორედ, – აუცილებელი იყო!

ჰო, კიდევ ერთიც:

სახლებიდან არავინ გამოუყრიათ!

ჟურნალისტების და ოპერატორების მთელი არმია აშუქებდა აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებს და იქ არავის უნახავს ქუჩაში გამოყრილი ავეჯი.

ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს რომ “თვალები მიხატული აქვს”, აქამდეც ვიცოდით!

ამიტომაც აფუთფუთდნენ საცეცშეწყობილად!

ევროპულ პრაქტიკას რომ იმოწმებთ, რომელ შენობაში ცხოვრობდნენ ადამიანები?!

რომელი შენობა იყო საცხოვრებლად მომზადებული?!

კედლები დაანგრიეს, შეულესავი და გადაუხურავი კედლები, სადაც არავინ ცხოვრობდა!

მორჩით სპეკულაციებს!

წაიკითხეთ:

მოქალაქე ტ.ხ.-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.

მოქალაქე შ.ჯ., მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.

მოქალაქე დ.შ., მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას. ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.

მოქალაქე დ.ტ. თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას. დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.

მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.

მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში.

მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.

ამ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ოღონდ, – ავრცელებს დაგვიანებით!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილითბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved