• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისის მერია ხელს უშლის თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის უკანონო დაჯარიმებას” – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
15:15 09-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს  მათ საარჩევნო კამპანიას. აქუბარდიას თქმით, ჯარიმების მოცულობა 70 ათას ლარს მიაღწია, რომელიც  საკმაოდ არაბუნებრივია და რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობამაც” საქმის შესწავლის შემდეგ მუნიციპალური სამსახურების ქმედებების არასამრთლიანობა დაადასტურა.

„ სამწუხაროდ თბილისის მერია აგრძელებს  „სტრატეგია აღმაშენებლის „ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლას. ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე პარტიას აქვს  მერიის მუნიციპალური სამსახურის მხრიდან  70 000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერილი. წინასაარჩვენო კამპანიის ხელშეშლა მერიის მხრიდან გრძელდება და ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სამსახურის მხრიდან  ხდება კანონის ინტერპრეტაცია. „სტრატეგია აღმაშენებელი“  ამ პერიოდის მანძილზე თბილისის მეტრო სადგურებზე აგროვებდა  წინასაარჩევნო აქციისა და კამპანიის მიმდინარეობისას ხელმოწერებს. როგორც ცნობილია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიას გვაქვს  წინასაარჩევნოდ გაცდახებული საბანკო სესხების განახევრების შესახებ დაპირება და სწორედ,  აი, ამ კამპანიის პერიოდში თბილისის მერიის სამსახურები ყოველდღიურად გვიგზავნიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარიმებს. ამასთან, დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“-ს, რომელმაც აღნიშნული საქმე  შეისწავლა და თავისი დასკვნის შესაბამისად მათ მიიჩნიეს, რომ  პარტიის მიმართ გატარებული სანქციებით ირღვევა  შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება და შესაბამისად, მერიის სამსახური ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ  პირველი სექტემბრიდან, როდესაც ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პარტიის წინააღმდეგ არის  5 000 ლარის ჯარიმა გამოწერილი და ისევ და ისევ საუბარია საბანკო სესხების მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენი წინასაარჩვენო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაცვლად იმისა, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში მერიამ შეკრებისა და მანიფესტაციის  უფლება არ შეგვიზღუდოს, ისინი გვეუბნებიან, რომ ის კარვები, რომლებსაც დროებით ვანთავსებთ მეტრო სადგურებთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით არის თბილისის იერსახის დამახინჯება და თურმე ჩვენ, როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ ისე უნდა შევისყიდოთ ფართი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. „ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“-ს ანალიზში და დასკვნაში აღნიშნულია, რომ რა თქმა უნდა პარტიას  წინასაარჩვენო პერიოდის ფარგლებში ჰქონდა და აქვს მსგავსი კამპანიის ჩატარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ ეს საქმეები, მერია პასუხს გვიგვიანებს და ამასთან ერთად აგრძლებს  ყოველდღიურად პარტიისთვის ჯარიმების გამოგზავნას. ცალსახაა, რომ ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“  წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წერილობით უკვე მივმართეთ და მერიას, რომ დაიცვან კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ და შეწყვიტონ პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ასევე ხელს უშლის თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების  ჩატარებას, რომლის პირობასაც  მთავრობა დებს, მიუხედავად  იმისა, რომ არაერთგზის ვხედავთ სხვადასხვა სახით ამ პირობის დარღვევას“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved