• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერი ალექსიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ალია ავტორი - ალია
15:36 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
825

საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილზეც. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, იცვლება დაზიანებული წყლის მილები, საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ალექსიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო – მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო სრულად ამორტიზებული, რის გამოც მოსახლეობას სარდაფები და ავტოსადგომები ეტბორებოდა. თვითონ ამ კომუნიკაციების კომპანიებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი ქსელი სად გადიოდა. ახლა ამ ყველაფრის ცვლილება ხორციელდება და ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია განახლდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 20 სექტემბრისთვის ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებული იქნება, მოეწყობა ტროტუარები, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. აქვეა ერთი შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე მოსასვენებლი სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, რომელიც აღიჭურვება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით. ასევე, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.
სამივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.
ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

(

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved