• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თბილისის აეროპორტში, დილით ადრე ბიზნეს ლაუნჯში ჩემს რეისს ველოდებოდი ევროპისკენ“ – რას წერს მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:13 03-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,017

„ლელოს“ დამფუძნებლი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„თბილისის აეროპორტში, დილით ადრე ბიზნეს ლაუნჯში ჩემს რეისს ველოდებოდი ევროპისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა, გამეცნო. ასე მითხრა, 25 წელი ემიგრაციაში ვარო, ოჯახი, 4 შვილი, ყველა ქართულად ლაპარაკობსო, საქმე აწყობილი მაქვს და საქართველოში ყოველ თვე ჩამოვდივარო, იქ დიდ წარმატებას მივაღწიეო, ხელს არავინ გიშლის საქმის კეთებაშიო, აქ პრობლემებია, არ ვაპირებ დაბრუნებასო, სხვებიც ჩემ გარშემო ასე ფიქრობენო.
განათლებული კაცი ჩანდა, ვაჟაზე, ილიაზე, მის ქართულის მასწავლებელზე ისე მესაუბრებოდა, ლამის ცრემლები წამომივიდა. იმედი არ მაქვს, ჩვენს ქვეყანას თუ რამე ეშველებაო. დარწმუნება დავუწყე, აუცილებლად ავაშენებთ მაგარ ქვეყანას-მეთქი. ირლანდიაშიც ასე იყო 30 წლის წინ-მეთქი, მერე 300 წარმატებული ემიგრანტი შეკრიბეს და მათი რჩევებით და ჩართულობით ისეთი ქვეყანა ააშენეს, დღეს ევროკავშირში მეორე ეკონიმიკაა სიდიდით-მეთქი. ისრაელიც ვუხსენე, ალია, ჩვენს ქვეყანას 50 წარმატებული ემიგრანტიც ეყოფაო.
ამასობაში გაფრენის დროც მოვიდა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს კარგი ნაცნობებივით, მთელი გზა ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არსად წასულა გონებით და გულით, აქაა, საქართველოშია, უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიაღწია თავის მიზანს, თვითრეალიზაციას, იქ ააშენა და განავითარა თავისი მიზნები და ჩანაფიქრები.
50 წარმატებული ქართველი ემიგრანტი უნდა შევკრიბოთ პირველ ეტაპზე, ალია უნდა დავიწყოთ საქართველოში
ისრაელივით. ამ ხალხის ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ, მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, მჯერა. 50, მერე 300 და ასე შემდეგ…
მთავარია დავიჯეროთ, რომ შევძლებთ!“
თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved