• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის აეროპორტიდან ინფექციურში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

ალია ავტორი - ალია
12:49 02-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლი-თბილისის რეისით დღეს დილით ჩამოფრინდა ქალი, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38,1 დაუფიქსირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.

„დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც 37,5 ტემპერატურა აღენიშნა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40 კილომეტრში მასწავლებლად მუშაობდა. ჩენდუ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა ჩენდუ 20 იანვარს დატოვა.

„როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved