• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს, არის დღეები, როცა კატაფალკის პოვნა ძნელია“ – სარიტუალო მომსახურების კრიზისი

ალია ავტორი - ალია
14:19 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

„არის დღეები, როცა თბილისში, კატაფალკის პოვნა ძნელია“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისში მოქმედი ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურებისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, სასახლეებსა და ზოგადად, სარიტუალო მომსახურებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შესაბამისად, გარკვეულ დღეებში, შესაძლოა, გარდაცვლილის ოჯახს კატაფალკის დროულად მოძიების პრობლემაც კი შეექმნას.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ჭირისუფალს თბილისში კატაფალკის მოძიება გაუჭირდა. სარიტუალო მომსახურების კომპანიაში მათ უთხრეს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეეძლოთ მანქანის გამოყოფა და მიცვალებულს შორ მანძილზე ვერ წაასვენებდნენ.

ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურებისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი:

„ვიცით, რომ როგორც წესი, საქართველოში, გასვენების დღეებად ითვლებოდა სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა, ახლა უკვე კვირის ყველა დღეებში კრძალავენ მიცვალებულს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ სიცხეში, დახურული სასახლით კლინიკიდან წამოყვანილ მიცვალებულს 72 საათი სახლში ვერ გააჩერებ. კლინიკა კოვიდით გარდაცვლილის ოჯახს ეუბნება, დროზე წაიყვანე გარდაცვლილი და დაკრძალე. ოჯახს გარდაცვლილს ატანს დახურული სასახლით, ეუბნებიან, რომ სასახლე არ გახსნან. ამ სიცხეში, მიცვალებული ე.წ. მაცივარში თუ არ გადაასვენე, პანაშვიდს ვერ გადაიხდი, გამორიცხულია. ამიტომ მიცვალებული დროზე უნდა დაიკრძალოს. შესაბამისად, მოთხოვნა კატაფალკებზეც და ჩასასვენებლებზეც გაზრდილია და შესაძლოა, ზოგ დღეებში პრობლემაც კი გაჩნდეს ხოლმე. თან მხოლოდ კოვიდით ხომ არ იღუპებიან ადამიანები. კოვიდით გარდაცვლილებს სხვა მიცვალებულებიც ემატებიან.

თუკი, მაგალითად, მხოლოდ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე ხანს სტაბილურად შენარჩუნდება დღეში 60-80 გარდაცვლილზე, არ არის გამორიცხული, შეიქმნას ჩასასვენებლების პრობლემაც. თბილისში არსებულ 20-მდე საამქროში, ჯამში, ყოველდღიურად მაქსიმუმ 40-50 კუბო მზადდება. თბილისი ამარაგებს ჩასასვენებლებით რეგიონების ნაწილსაც.

თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს თან თუ ამ ადამიანების დაკრძალვა თუ ერთ დღეს მოგვიწევს. გამორიცხულია. შეიქმნება როგორც კატაფალკის მომსახურების, ისე სასახლის დამზადების პრობლემაც. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან გაჭირდება“.

კიდევ ერთი დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც თავად არ ფლობს კატაფალკას და შესაბამისად, სარიტუალო მომსახურებისას ავტომობილს ქირაობს, რადიო თავისუფლევას უებნება, რომ უკანასკნელი ორი კვირაა, ყოველდღიურად რამდენიმე ბიუროსთან უწევს დაკავშირება იმისათვის, რომ სასურველი დროისათვის თავისუფალი კატაფალკა იპოვოს:

„ადრე ასე ნამდვილად არ იყო. ხანდახან, შესაძლოა, დღეები გასულიყო ისე, რომ დამკრძალავ ბიუროს კატაფალკა არ გაექირავებინა, რადგან მოთხოვნა არ იყო. ბოლო 10-14 დღეა, სრულიად შეცვლილია სიტუაცია. ამ სისტემაში დასაქმებულების უმეტესობა, სამწუხაროდ, ამას აღნიშნავს.

პანდემიის გამოცხადების დღიდან დავიწყეთ ზრუნვა იმისათვის, რომ შეგვეძინა სპეციალური ინვენტარი, სპეციალური უნიფორმები ტექ-მუშაკებისთვის, სარიტუალო აგენტებისთვის. ვცდილობდით, რომ ჩვენი მუშა-ხელი მაქსიმალურად დაგვეცვა ინფიცირებისაგან, რადგან ასეთ პერიოდში, თითოეული მუშაკის დაინფიცირება და თუნდაც დროებით გამოკლება, ნამდვილად არ არის სასურველი. დავიმატეთ ასევე მანქანები. 2020 წლამდე, სანამ კოვიდი შემოვიდოდა და გარდაცვალების რიცხვი ასეთ მასშტაბებს შეიძენდა, დაკრძალვები ცხადია, რეალურად ნაკლები იყო. რაკი ჩვენ მხოლოდ თბილისს ვემსახურებით, თბილისის მაჩვენებლიდან გამომდინარე ვილაპარაკებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ყოველდღიური დაკრძალვების კატასტროფული ზრდა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისშიც მნიშვნელოვნად მოიმატა ყოველდღიურად დაკრძალვების რიცხვმა. მაგალითად, თუკი მხოლოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუკი გასულ თვეებში, ამ სასაფლაოზე თვის განმავლობაში იკრძალებოდა დაახლოებით 130 ადამიანი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ აქ თვის განმავლობაში იკრძალება 140 ადამიანი. არ ვიცით, რამდენად არის ეს მხოლოდ კოვიდით გამოწვეული ზრდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. სამწუხაროდ, როდესაც დღეში 60 და 79 ადამიანი იღუპება მარტო კოვიდით, ცხადია, რომ სარიტუალო მომსახურების მოთხოვნაზეც ზრდა იქნება. დღესდღეობით, ვცდილობთ, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა ჩვენი მომსახურების ხარისხზე არ აისახოს.”

თემურ ბარელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვალების მატებასთან ერთად, შეიცვალა როგორც დაკრძალვის დღეების ტრადიცია, ისე საათებიც:

„კლინიკები კოვიდით გარდაცვლილის ჭირისუფალს სთხოვს, რომ მიცვალებული იმავე დღეს გაიყვანონ. ხშირად ისე ხდება, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან, ამიტომ მიცვალებულს სახლში ვერ მიიყვანენ და მათი დაკრძალვა რამდენიმე საათში უნდა მოხდეს. ამიტომ შესაძლოა ჭირისუფალი, მაგალითად, დაგვიკავშირდეს შუა დღის პირველ საათზე და გვითხრას, რომ მიცვალებული იმავე დღეს უნდა დაკრძალოს. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ ასეთ დროსაც არ გვქონდეს შეფერხება და ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი ჭირისუფლის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ გავართულოთ. ვცდილობთ, რომ რამდენიმე საათში მოვახერხოთ მიცვალებულის დაკრძალვა. ვერ ვაძლევთ თავს იმის უფლებას, რომ ასეთ დროს ჭირისუფალს უარი ვუთხრათ“.

წყარო – რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved