• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაზო დათუნაშვილი – ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია

ალია ავტორი - ალია
17:15 09-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113
პრემიერ-მინისტრად წოდებული არსება და მისი მოთარეშე პირები კი გაჰკივიან, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც 2023 წლიდან, როგორც ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა არნახულია, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა იზრდება.
„ჩვენი სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების შესახებ მონაცემები განახლდა. აგვისტოს თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 708 764 ადამიანამდე გაიზარდა. ამ შემადგენლობიდან დაახლოებით, 243 000 არის სახელმწიფოს ე.წ. სპეციალური დასაქმების პროგრამის მონაწილე. ეს რიცხვები ნიშნავს, რომ წინა პერიოდთან შედარებით 947 ადამიანით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა თანამოქალაქეების რიცხვი საქართველოში. გადასახადის გადამხდელების თანხებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაიხარჯა 71,5 მილიონი ლარი.
მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური შემწეობის პროგრამა, ამაზე ზემოთ დაშენებული სახელმწიფო დასაქმების ე.წ. პროგრამა, რომელიც 2021 წლიდან, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან ოპერირებს, არის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო საჯარო სამსახურებში 300-ლარიანი ხელფასებით ძირითადად ფიქტიურ, არ არსებულ თანამდებობაზე ადამიანები ინიშნებიან. 2025 წელს ამ სოციალური სისტემის პირობებში ამ დასაქმების პროგრამას ნულოვანი ეფექტი აქვს იმ მიმართულებით, სადაც ეს უნდა ჰქონოდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და სიღარიბის სპირალიდან ამოსულიყვნენ. ამის ნაცვლად ამ დასაქმების პროგრამას რა ეფექტიც აქვს და რაც აქვს ჩვენ მთელ სოციალურ სისტემას, არის საზოგადოების დაშინება და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მარწუხებში მოქცევა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟის და კონტროლის მექანიზმი იყოს ხელისუფლების ხელში. ეს პროგრამა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიღარიბის სპირალიდან ამოვიდნენ ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები, რომ ისინი სოციალურად დაუცველებად და ღარიბებად აღარ ითვლებოდნენ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრად წოდებული არსება და მისი მოთარეშე პირები გაჰკივიან, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს. არნახული ეკონომიკური ზრდა აქვთ თავიანთი ოლიგარქი ბიზნესმენებისთვის, კორუფციაში ჩამხრჩვალი ჩინოვნიკთა მთელი კასკადისთვის, რომლის ნაწილსაც დასაჭერად დასდევენ, მეორე ნაწილი კი ჯიბეების გასქელებას აგრძელებს, ასევე თაღლითებისთვის, რომლებსაც „ქოლცენტრები“ აქვთ. მაგრამ ამ მოქალაქეებისთვის წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, ისინი სიღარიბის სპირალში რჩებიან. ჩვენი მოქალაქეების 18% იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
ქვეყანაში, სადაც 2023 წლიდან, როგორც ხელისუფლება იძახის, რომ ეკონომიკური ზრდა არნახულია, მატება არის სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვში. ამიტომ, ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე საკუთარი ძალაუფლების მომსახურებით არის დაკავებული“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
(R)
თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved