• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავსაც არ იწუხებენ” – რა დოკუმენტებს ასაჯაროებს ბოკერია იმ საკრებულოებიდან, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია

ალია ავტორი - ალია
14:17 01-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მუნიციპალიტეტების საკრებულოებში,  “ნაციონალური მოძრაობისა” და “გახარია – საქართველოსთვის” ფრაქციების უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ და გაარკვია, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია მსგავსი ტიპის სარევიზიო კომისია.

ორივე საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, გახარია – პარტია საქართველოსთვის 3, ხოლო ქართული ოცნების 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, გახარია – პარტია საქართველოსთვის 3 და ქართული ოცნების 17 დეპუტატია.

გიგა ბოკერია:

„ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმური ძალაუფლების შესანარჩუნებლად უკანონო, კრიმინალურ მეთოდებთან ერთად ოპონენტების ნაწილის, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრულობას, უპრინციპობასა და უპასუხისმგებლობას იყენებს, რომელსაც რეჟიმის ყველა ოპონენტის საერთო სახედ წარმოაჩენს. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა განასხვაონ პარტიები და აიძულონ ისინი, იმოქმედონ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სრული განცდით, განსაკუთრებით იქ, სადაც მათ მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს. ამისთვის კი აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ამომრჩევლების ინფორმირება, თუ როგორ იქცევიან პარტიები იქ, სადაც მათ უმრავლესობა და მართვის ეფექტური ინსტრუმენტები მოიპოვეს. ასეთი არის რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც ძალადობისა და უკანონო მეთოდების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ და გახარიას პარტიამ უმრავლესობის მოპოვება და შენარჩუნება შეძლეს.

ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში აღნიშნული პარტიებიდან არცერთს არ გამოუყენებია ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, რომელთა გამოყენებითაც რეჟიმი მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ამისათვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – სარევიზიო კომისია – ამ ორ საკრებულოში გახარიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ გამოუყენებია. რუსთავის საკრებულოში კომისია საერთოდ არ შეუქმნიათ, ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის არც წარსული, არც აწმყო საქმიანობის შემოწმება არ განუხორციელებია.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ საკრებულოთაგან ერთერთი ნაციონალურ მოძრაობაში დღეს დაპირისპირებული ერთი ჯგუფი, მეორეს კი – მეორე ჯგუფი წარმოადგენს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის რევიზია მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, ფაქტებზე დაყრდნობით ესაუბრათ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე, რეჟიმის ოპონენტებს კი ხელისუფლებაზე ლეგიტიმური წნეხის შესაძლებლობას მისცემდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პარტიები არალეგიტიმურ პარლამენტში რჩებიან, სადაც, მათივე თქმით, ხელისუფლების დასაბალანსებლად პრაქტიკული ინსტრუმენტები არ გააჩნიათ, ხოლო იქ სადაც გააჩნიათ, მათი გამოყენებისთვის თავსაც არ იწუხებენ. მსგავსი უპასუხისმგებლო უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის პროპაგანდას და ასუსტებს საპროტესტო ელექტორატს, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენას.

ჩვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ისტორიული ჩიხიდან გამოსაყვანად, აუცილებელია ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მოხდეს გადატვირთვა, რასაც მხოლოდ მოქალაქეები შეძლებენ, მეტი კრიტიკულობითა და იმ პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერით, რომლებიც მოქმედებენ პასუხისმგებლობით და საზოგადოების ინტერესებს არ მტრობენ.”

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved