• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავსახური საერთოდ არ ჰქონდა ამ ლუქს, რაღაც სასწაულად გადავრჩი, კი იქნებოდა სიღრმით ასე 3 მეტრამდე” – რას წერს ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
17:43 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი:

ჩემმა ახლობლებმა კი იცით, წინა ზაფხულს მესტიაში ღია საკანალიზაციო ლუქში ჩავვარდი.
თავსახური საერთოდ არ ჰქონდა ამ ლუქს. რაღაც სასწაულად გადავრჩი, თითებით დავიჭირე თავი და არ ჩავვარდი. კი იქნებოდა სიღრმით ასე 3 მეტრამდე.
შეიძლება მოვმკვდარიყავი. სერიოზული მოტეხილობის გარეშე ალბათ ვერ გამოვძვრებოდი.
იმ მომენტისთვია ახალი დაწყებული მქონდა პოლიტიკური აქტივიზმი და “გამიტყდა” ამაზე პოსტის დაწერა და ამბავის ატეხვა.
დაიწყებდნენ მერე, ან იტყოდნენ თავისით ჩახტაო, ან ვერ იყურება თვალებიდანო, ან რა წვრილმანზე იკეთებს პიარსო და არ მინდოდა ვინმეს ასეთ იაფფასიან ტიპად თუნდაც ეჭვებში ჩავეთვალე.
ჩემს კლასელს მივწერე უბრალოდ, რომელიც მანდ გამგეობაში მუშაობს. მეთქი ასეთი ამბავია, უთხარი ვინმეს, მე ჯანდაბას და გადავრჩი და სამომავლოდ სხვას არაფერი მოუვიდეს-თქო.
მესტიაში სამშენებლო მაღაზიის წინაა ეს ჭა.
დღეს თბილისში კიდევ ერთი ბავშვი მოკვდა. თხრილში ჩავარდა და ჩაიხრჩო. წარმოგიდგენიათ მისი ბოლო წამები სიცოცხლით და გამარჯვებით სავსე ქალაქში?!
იცით რატომ არის მსგავსი რამე შესაძლებელი? – იმიტომ რომ ყველას “ჰკიდია”. იმიტომ რომ ვაკის პარკის ტრაგედიას არაფერი მოჰყვა. 1 მაისური “დაუჯდა” კალьას.
ამას ვაპროტესტებ ყველაზე მეტად, სხვა კი არაფერს. უტიფრობას, დაუსჯელობის სინდრომს, კანონები რომ მხოლოდ ჩვენთვის იწერება, მათთვის კი “ყველაფერი რომ მოსულა”. დასჯიან ახლა ვიღაც წვრილმან შემსრულებელს. შეიძლება ეგეც არ ქნან. “დაველოდოთ გამოძიებას”.
ეგაა რუსეთში რაც ხდება, აბა ზესტაფონს აწი არავინ გადააკეთებს ნიჟნეკამსკად.
ადით ახლა მესტიელები ვინც მყავხართ, ან ლენჯერლები თუ ლატალელები. თუ გეცალოთ.
დარწმუნებული ვარ ის ლუქი ისევ ისეა მესტიაში. სანამ ვინმე კიდევ არ ჩავარდება ასეც იქნება. ან ამათ არ შევცვლით.
სვანეთის გზებზეც რამდენჯერ დავწერე. გამაფრთხილებელი ნიშნები რომ ან არ უდგათ ან ზედ გადასავარდნის პირას უდგათ. ჰკიდიათ. მოხდება მერე რამე უბედურება და აქეთ დაგიწყებენ დანამუსებას, “ახლა ამის დრო არ არის და ტრაგედიას ნუ იყენებო”. არ ვიყენებ – აღარ მინდა რომ განმეორდეს.
ამიტომ უნდა გავისტუმროთ ეგენი სახლში – მსგავსი უბედურებები რომ არ მოხდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved