• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, ორშაბათი, 20 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავს ლაფდასხმულ მთავარსარდალს – “არა და არასდროს! “, ჩამოირეცხეთ ეგ ლაფი და გვერდით დაგიდგებით” – ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
01:19 02-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,743

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:

“მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს!

მე თქვენ ორჯერ შეგხვდით და ვისაუბრეთ, მინდა ობიექტურად ვთქვა, ვისაუბრეთ მთელი საათი, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, ვისაუბრეთ წარსულზე აწმყოსა და მომავალზე, მას შემდეგ დასავლეთში თუ აქ რამდენიმე განცხადება გააკეთეთ, თითქოს წუხდით საქართველოს დასავლურ კურსს საშიშროება, საფრთხე ემუქრება (ხელისუფლებაში) გარკვეული ძალებისგანო, თითქოს წუხდით ზოგიერთი ხელს უშლის ქვეყნის დასავლეთით განვითარებასო, არც ერთ ამ განცხადებას თქვენი მხრიდან მოქმედება არ მოჰყოლია – ხან პეტიციით მოგმართეთ დეპუტატებმა, ხან ხელოვანებმა, ექიმებმა, მოქალაქეებმა, მაგრამ თქვენგან ისმოდა მხოლოდ საკმაოდ უხერხული და პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ფრაზა “არა და არასდროს”. ზუსტად ეს ის ფრაზაა, რომელიც არა და არასოდეს უნდა თქვას პოლიტიკოსმა და მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტმა, მთავარსარდალი რომ გქვიათ. განსაკუთრებით თქვენი მას შემდეგ არ მჯეროდა, რაც ქვეყანას – საქართველოს ომის დაწყებაში ბრალი დასდეთ.

როცა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, დასავლელი პოლიტიკოსები, მედია ალაპარაკდა სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე და შესაძლო გარდაცვალებაზე, მაშინ ვიფიქრე ნუთუ ამ შანსს არ გამოიყენებს ქ-ნი ზურაბიშვილი?!

ნუთუ შეწყალების ბერკეტს არ გამოიყენებდით, რომელიც ხელთ გიპყრიათ და ქვეყანას ისტორიულ სირცხვილს ააცილებდით?! ნიკა გვარამიას გამოც მოგმართათ საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა ელჩებმა, (არა და, კრიმინალები და მკვლელები კი შეიწყალეთ) არც აქ შეძელით რაიმე, არ და ვერ, ისევ თქვენი “ცნობილი ზარდამცემი” გამონათქვამი, რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეთ – “არა და არასდროს,” “ხალხთან ახლოს, მაგრამ მაინც ზევით…”

ახლა კი, არც ხალხთან ხართ და მეტიც – ძალზე ქვემოთ ხართ! მაშინ, როცა კულტურის მინისტრად წოდებული წულუკიანი თავს ლაფს გასხამთ, ისეთი უსუსური ხართ, რომ მრცხვენია მთავარსარდალი გერქვათ.

თამაშს ჰგავს თქვენი უსუსურობა პრეზიდენტო, დამფრთხალი ოლიგარქის თამაშს, რომელიც დასავლეთთან იმ “ოქროს ძაფად” გიყენებთ, რომელიც მარცხის შემთხვევაში არ უნდა რომ გაწყდეს. დიახ, თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი და ამიტომ ემპათიასაც კი არ იწვევს თქვენი ასეთი უსუსურობა, საზარლად გამოიყურებით და ვდარდობ ყოველ სიტყვას, რაც ჩვენი შეხვედრისას საიმედოდ დავიტოვე!

და ბოლოს, გულწრფელად გეტყვით, იპრეზიდენტეთ, ჩამოირეცხეთ ეგ შესხმული ლაფი, რაც უკვე შეგასხეს,​ ჩამოირეცხეთ ღირსეული პასუხით, მოქმედებით და მე პირადად პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ბოლომდე გვერდით დაგიდგებით და არავინ მოგცემთ წაქცევის და მარცხის საშუალებას, ბოლომდე დაგიდგებით.

ახლა კი არა და არა, მე მხდალ და უსუსურ მთავარსარდლებს არ და ვერ ვიცოდებ, მთავარსარდალს უსუსურს და თავს ლაფდასხმულს ნურას უკაცრავად – “არა და არასდროს! “

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved