• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავს იცავდა – სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ” – რას ამბობს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ალია ავტორი - ალია
11:43 06-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

ვარ­კე­თილ­ში, ბაჩო ბა­შა­რუ­ლი­სა და ნიკა არჩვა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი თავს იცავ­და, – აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს და­კა­ვე­ბუ­ლი სახ­ლში, ცოლ-შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მას ბა­შა­რუ­ლი და არჩვა­ძე მი­უ­ვარ­დნენ, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც მან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი შე­სა­ში­ნებ­ლად გა­მო­ი­ტა­ნა.
“და­კა­ვე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად თავს იცავ­და. მას ორი ადა­მი­ა­ნი სახ­ლში მი­უ­ვარ­და, სცემ­დნენ, კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა მე­ო­რე ოთა­ხი­დან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი აიღო, ესე­ნიც გაჰ­ყვნენ მე­ო­რე ოთახ­ში, გას­რო­ლამ­დე ია­რაღს არ­თმევ­დნენ და გას­რო­ლა მოხ­და. ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი შე­სა­ში­ნებ­ლად აიღო. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ამ ია­რაღს არ­თმევ­დნენ და გას­რო­ლაც ამ დროს მოხ­და. კონ­ფლიქტს წინა ის­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ამ დღეს, იური სახ­ლში მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი იყო. კარ­ზე გა­ი­გო ბრა­ხუ­ნი, ხმა­უ­რი, გა­ი­ხე­და გა­რეთ, შე­უ­ვარ­დნენ სახ­ლში, სცე­მეს, მან კი თავ­დაც­ვის­თვის აიღო ია­რა­ღი, რო­მელ­საც არ­თმევ­დნენ. მე­უღ­ლე შემ­სწრეა, ბავ­შვს ეძი­ნა, მე­უღ­ლე­საც ეძი­ნა, მაგ­რამ სახ­ლში ჩხუ­ბის ხმა რომ გა­ი­გო, გა­ეღ­ვი­ძა და გა­ხე­და.

ეს კვა­ლი­ფი­კა­ცია აბ­სურ­დია, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც იუ­რია. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა თა­ვის სა­კუ­თარ სახ­ლში მშვი­დად იძი­ნოს და ის­ვე­ნებ­დეს თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად“, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

და­კა­ვე­ბულ იური კა­ლან­და­რიშ­ვილს ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც უკვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში 5 ივ­ნისს მოხ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით 39 წლის ბაჩო ბა­შა­რუ­ლი და 40 წლის ნიკა არჩვა­ძე მოკ­ლეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 40 წლის მა­მა­კა­ცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved