• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავს დავიწვავ”, “65 ათა­სის ნაც­ვლად, 200 ათასს იხ­დის და მეტი რა ქნას?” – რა ხდება ქობულეთში?

ალია ავტორი - ალია
15:24 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,018

ქო­ბუ­ლეთ­ში, თა­მარ მე­ფის 90 ნო­მერ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟიც. სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­ლი ფე­რა­ძე თა­ვის დაწ­ვით იმუქ­რე­ბა.

“ამ სახ­ლში ვერ შე­მო­ვა ვე­რა­ვინ… ფული თუ უნდა, აი­ღოს ფული, ვაძ­ლევ… თუ არა და, თავს და­ვიწ­ვამ…” – ამ­ბობს ის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

ambebi.ge–თან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე ამბობს:

“ქო­ბუ­ლეთ­ში, თა­მარ მე­ფის 90 ნო­მერ­ში, ბეჟა­ნი­ძე­ე­ბის სახ­ლთან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბის მიზ­ნით. აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი ჯერ ვერ იწყე­ბა იმის გამო, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი – ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი… ბეჟა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა, წლე­ბის წინ, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს­თვის “პროკ­რე­დიტ ბან­კი­დან“ 65 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნა. 2008 წლის ომის პე­რი­ოდ­ში სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და და ბეჟა­ნი­ძე­ებ­მა კრე­დი­ტი ვერ გა­და­ი­ხა­დეს, რის გა­მოც ბან­კმა სახ­ლი გა­ყი­და კერ­ძო მე­ვახ­შე­ზე. ოჯა­ხი მე­ვახ­შეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და და მას გა­დახ­დი­ლი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას სთა­ვა­ზობ­და. მე­ვახ­შეს უთ­ქვამს, რომ გა­და­ი­ხა­და 100 ათა­სი დო­ლა­რი, თუმ­ცა რამ­დე­ნად სწორს ამ­ბობს მე­ვახ­შე, ეს არა­ვინ იცის. შემ­დეგ, მე­ო­რე გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სის დროს, ოჯახ­მა მე­ვახ­შეს 200 ათა­სი დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზა.

საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მე­ვახ­შე თა­ნახ­მა თით­ქოს თა­ნახ­მა იყო, შე­დე­გიც – მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ როცა რე­ა­ლუ­რად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და მის­თვის თან­ხა უნდა მი­ე­ცათ, მე­ვახ­შემ უარი თქვა იმ მო­ტი­ვით, რომ მას არა თან­ხა, არა­მედ სახ­ლი სჭირ­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ და­უს­რუ­ლებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მი­ვე­დით მე­სა­მე გა­მო­სახ­ლე­ბამ­დე. პირ­ველ­მა მე­ვახ­შემ (ვი­საც ბან­კმა მიჰ­ყი­და სახ­ლი) მე­ო­რე­ზე, ვინ­მე ბა­ლა­ვა­ძე­ზე გა­და­ყი­და, ის თბი­ლი­სე­ლია. დღეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი, მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქო­ბუ­ლე­თის მე­რია, საკ­რე­ბუ­ლო, ოპო­ზი­ცია აქ არის, მაგ­რამ არა­ფე­რი შვე­ლის, და­ცა­ლეთ და აღას­რუ­ლეთ გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სიო, – ამ­ბობს აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია. კი­დევ რა­ღაც ბერ­კე­ტე­ბი ჩა­ირ­თო, ბოლო ეტაპ­ზე ვართ და ვნა­ხოთ, რით დამ­თავ­რდე­ბა. ამათ რომ ვუს­მი­ნოთ, კა­ნო­ნით, აღ­სრუ­ლე­ბამ დღეს­ვე უნდა მო­ა­ხერ­ხოს გა­მო­სახ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა და­ი­წყოს საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი წარ­მო­ე­ბა, რაც კი­დევ 3 წე­ლი­ე­წადს გას­ტანს.

სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­ლი ფე­რა­ძე არ აპი­რებს გა­მოს­ვლას და თა­ვის დაწ­ვით იმუქ­რე­ბა, ეს მისი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. მისი მე­უღ­ლე ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ჰყავს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე, მძი­მე ავად­მყო­ფი და რო­გორ უნდა აღას­რუ­ლონ გა­მო­სახ­ლე­ბა, არ ვიცი. ესე­ნი რომც გა­მო­ვიდ­ნენ და სხვე­ბი შე­ვიდ­ნენ, მე­ზობ­ლე­ბი არ აცხოვ­რე­ბენ, არც შე­ერ­გე­ბათ. ქალი 65 ათა­სის ნაც­ვლად, 200 ათასს იხ­დის და მეტი რა ქნას? რომ არ იხ­დი­დეს, კი­დევ ჰო. ახლა ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟია მო­სუ­ლი, ამ ქალ­ბა­ტონს ბავ­შვი ჰყავს ეპი­ლეფ­სი­ა­ნი და ცუ­და­დაა, პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვთ... ქა­ლა­ქის მე­რიც ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში და გვე­უბ­ნე­ბა, რომ პა­სუხს ელო­დე­ბა. პირ­ვე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბა დი­ლით იყო, მაგ­რამ მე­ვახ­შემ იუ­ა­რა, გა­მო­ა­სახ­ლეთ, არა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არ მოვ­დი­ვარ­თო. ვნა­ხოთ, ამ­ჯე­რად რა იქ­ნე­ბა“.

თეგები: ქობულეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved