• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავს დამესხნენ, ვულგარული და აგრესიული ფორმითაც მომმართეს – ლუკა ჩიქოვანი

ალია ავტორი - ალია
19:22 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი, ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ფილმში – House of Gucci გა­მოჩ­ნდე­ბა.

ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში, წერს:

„გულწრფელად დამწუხრებული და გაოგნებული ვარ იმაზე რაც, ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს!

ბევრმა ქართულმა ტელეარხმა მომწერა ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ „House of Gucci-ში“ (სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და არაფერია ასეთი გასაოცარი) ჩემი მონაწილეობის შესახებ. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ყველა მათგანს ექსკლუზივი სურდა და აქტიურად „იბრძოდნენ“ ამისთვის, ჟურნალისტებს არ ვარჩევ იმის მიხედვით თუ რომელი არხიდან, ან პოლიტიკური პარტიის იდეის გამავრცელებელი ტელევიზიის წამომადგენელნი არიან, ინტერვიუ მივეცი იმათ, ვინც პირველებმა მომწერეს, დანარჩენი ჟურნალისტებისა კი რატომღაც თავს დამესხნენ ამისთვის, თითქოს ინტერვიუ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ სხვა ტელეარხმა უკვე გამოაქვეყნა ახალი ამბავი ჩემზე, მომწერეს რომ გააუქმეს ინტერვიუ და აღარ სურთ ამ ამბის გაშუქება.

მე ნაკლებად მაინტერესებს და არ მიყვარს ტელევიზიებში გამოჩენა, რადგან საკმაოდ მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ ძალზე იმედგაცრუებული დავრჩი ჟურნალისტების ამ საქციელით, მივხვდი, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ გადასცემს ახალ ამბებს ყველაზე სწრაფად და არა ამბის შინაარსი.

ვფიქრობდი, რომ ტელეარხები სიამოვნებით ისაუბრებდნენ ქართველის შესახებ, რომელიც ევროპაში თავის ქვეყანას წარმოაჩენს თუმცა, როგორც ჩანს, მათი მთავარი მიზანი მხოლოდ კონკურენციის მოგება და პირველობაა.

ჩემი აზრით, სამარცხვინოა, ასეთი ჟესტი ჟურნალისტებისგან, რომელთა ერთადერთი მიზანიც ინფორმაციის მაქსიმალურად გაცემა უნდა იყოს. ვწუხვარ იმაზეც თუ რა ფორმით დაიწყეს ჩემთან კონტაქტი, ვულგარული და ზოგმა აგრესიული ფორმითაც, ხაზგასმით აღნიშნეს მათთვის ექსკლუზივის მნიშვნელობა.

ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტები გაიგებენ, რომ ეს არ არის ტელევიზიის მფლობელების ომი, არამედ საპატიო საქმეა, რომლის ამოცანაა მათი ხალხის ინფორმირება, ამ პოლიტიკურ და უწყვეტ კონფლიქტურ მექანიზმებზე ფიქრის გარეშე.

ვწუხვარ სიკეთისა და პროფესიონალიზმის არარსებობის გამო, მე უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელიც ცდილობს შრომით მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ, როდესაც ამგვარ სატელევიზიო კომუნიკაციას ვხედავ საქართველოში ძალიან მწყინს.

ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ უპირველესად მე მწყდება გული ასეთ სიტუაციაზე ჩემ ქვეყანაში!“

თეგები: ლუკა ჩიქოვანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved