• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავხედობაცაა და თავხედობაც… ქოცი საჯარო მოხელეები რომ ყიჟინით ავრცელებენ, ეს ცალკე კომედიაა” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:09 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,646

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა რუსეთში მოქმედ “აგენტების კანონის” შესახებ.
ამის მერე გამობრძანდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი და, არც მეტი არც ნაკლები, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა ხუხულასავით ჩამოშალა.
კიდევ გავიმეორებ:
რუსეთი გაამტყუნა სასამართლომ, შეუსაბამოდ ცნო იქაური კანონი უცხოელ აგენტებზე ადამიანის უფლებებთან.
პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ამით სასამართლომ გააცამტვერა ქართული ოპოზიციის ბრალდებები და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რა პუნქტებიც სტრასბურგმა დარღვევად მიიჩნია, ჩვენს კანონში არცერთი არ წერიაო.
ჯერ ერთი მარტო იმ პუნქტების გამო არ გაუმტყუნებიათ რუსეთი რაც პაპუაშვილმა მოგვახსენა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ხომ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ კანონში რაც წერია, ის ყველაფერი დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისია? მთავარი, რაც სტრასბურგმა თქვა, არის ის, რომ რუსეთში მოქმედი კანონის მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და კონტროლი. ზუსტად ასეა ჩვენთანაც და იმიტომაც გახლავთ ეს კანონი ჭეშმარიტად რუსული სულისკვეთების.
კი მიგვაჩვია ამ ხელისუფლებამ სრულიად თავხედურ ტყუილებს და სიგიჟეებს, მაგრამ თავხედობაცაა და თავხედობაც.
და ქოცი საჯარო მოხელეები რომ ყიჟინით ავრცელებენ პაპუაშვილის ნათქვამ სისულელეს და დაგერხათ უსამშობლოებოო გაჰყვირიან, ეს კიდევ ცალკე კომედიაა.

ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ – პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved