• რეკლამა
  • კონტაქტი
17:44, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფლება და დემოკრატია ის არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
23:32 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

„არ შეიძლება ასეთი საპოლიციო ღონისძიების დროს პარალელურად ჩართვები აკეთო და მოლაპარაკებები აწარმოო ტერორისტთან, ყაჩაღთან თუ თავდამსხმელთან. ერთი სიტყვაც კი შეიძლება შეიცავდეს უდიდეს რისკს კონკრეტული მძევლის სიცოცხლის ხელყოფის“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას რომ კრიმინოლოგიის ერთი ფურცელი მაინც ჰქონდეს წაკითხული, შსს-ს მიმართავდა დღეს.

„მართლა თუ ვიღაც გიკავშირდება და უნდა გაახმოვანოს თავდამსხმელის გზავნილები, ელემენტარულად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მაინც დაუკავშირდი. ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ისეთ აგონიაში არიან, რომ თავისთვისაც საზიანო ქმედებას სჩადიან. სადმე გაგიგიათ, აქეთ ტერორისტს თუ ყაჩაღს მძევლები ჰყავდეს აყვანილი და მეორე მხარეს პოლიტიკოსები ერთმანეთს აგინებდნენ და თან სცემდნენ ერთმანეთს? უგულავას რაც შეეხება, მის განცხადებაზე ამაზრზენი სპეკულაციური მცდელობა ხომ არ არსებობს, როცა 100% -ით იცი, რომ არავინ ჩაგანაცვლებს. გიგი უგულავა სალაპარაკო არაფერი აქვს. 50 მლნ-ს მომპარავი, სისხლის სამართლის დამნაშავეა. დაბალი წარმოდგენების არიან საკუთარ ამომრჩევლებზე. ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, იტყვის, რა ვაჟკაცია უგულავა, აგერ მძევალს ენაცვლება. რაც შეეხება პრემიერისთვის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, კრიმინალი გაიზარდა თუ არაო, როცა ერთ მხარეს საპოლიციო ღონისძიება მიდის, არ იყო ამ კითხვის შესაფერი დრო. თუ მაინც და მაინც დღეს უნდათ პასუხი, გარანტირებულად ვამბობ, რომ 3-ჯერ და 2, 5-ჯერ არის შემცირებული ძარცვაც, ყაჩაღობაც, მკვლელობაც, რაც ინდიკატორია კრიმინოლოგიური მდგომარეობის ქვეყანაში. თავისუფლება და დემოკრატია ის კი არ არის, რომ ტერორისტი ან ყაჩაღი პირდაპირ ეთერში ჩართო და მისი გზავნილები საზოგადოებას ამცნო. იქნებ და რას ამბობდა ის ადამიანი მეორე ადამიანის მეშვეობით პირდაპირ ეთერში? რას რისკავ? ალბათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეს რომ მოუყვე, არ დაიჯერებენ, სანამ არ აჩვენებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved