• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
19:24 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, მასზე ჟურნალისტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავენ. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მსგავსი ცრუ სიუჟეტები მას ცნობილ „მოდელირებულ ქრონიკას“ ახსენებს, რითიც საზოგადოებას უდიდესი სტრესი მიაყენეს.

„ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, როგორც ჩანს ამ შაბათ-კვირას მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავენ. გუშინ, სახლში სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ – პოლიციას რატომ არ შეატყობინეო. მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.

საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა თქვენთვის, რადგან თუ ასეთი ყალბი სიუჟეტი გავა, შესაძლოა, ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს ამის გამო და ამბის საკითხავად დაგვიკავშირდეს. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დეზინფორმაციაზე რეაგირება.

საკუთრივ მე, ასეთი ფეიკ-სიუჟეტები და დეზინფორმაცია ცნობილ „მოდელირებულ ქრონიკას“ მახსენებს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე, ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიით ომის სიმულაცია გააკეთეს და საზოგადოებას დიდი სტრესი და ზიანი მიაყენეს. აშკარაა, რომ ამ ადამიანების – პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. ჩემი საუკეთესო სურვილები და თანაგრძნობა რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთა შეასრულონ და ყალბი სიუჟეტები მოამზადონ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved