• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავის შვილებს ახლოსაც არ აკარებს საჯარო სკოლებს… ეს ხომ ერთი ტრაგედიაა, მაგრამ უარესიც არსებობს…” – სანაია

ალია ავტორი - ალია
14:12 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“საჯარო სკოლებში სწავლა კატასტროფულ დონეზეა, ხელისუფლების პირველ პირებს კი შვილები კერძო, ფასიან სკოლებში დაჰყავთ.
მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია განათლების სისტემაზე, თავის შვილებს ახლოსაც არ აკარებს საჯარო სკოლებს. სამაგიეროდ, გაჭირვებულ, უფულო, გასაცოდავებულ და დაბეჩავებულ ხალხს არწმუნებს, რომ ეკონომიკა აყვავდა, ცხოვრება წინ მიდის და საერთოდაც, ყველაფერი კარგადაა, მათ შორის განათლების სფეროშიც დიდი წინსვლაა ბატონი ბიძინას წყალობით. ამ სფეროს ხომ ის გულისრევამდე მლიქვნელი კაცი ხელმძღვანელობს, განათლების მინისტრი, ,,ექვთიმეს რომ უწოდებს ოლიგარქს.
მაშინ რატომ დადიან მათი შვილები კერძო სკოლაში და არა საჯაროში, როგორც იმ ხალხის, რომელსაც არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.
არსებულ ვითარებაში კინწისკვრით უნდა გააგდო მაღალი თანამდებობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც თავის შვილს კერძოს სკოლაში ასწავლის, სხვისას კი – საჯაროში.
რაც აღვწერე, ეს ხომ ერთი ტრაგედიაა, მაგრამ უარესიც არსებობს. პრემიერ-მინისტრს, რომლის ოთხი შვილიდან ოთხივე კერძო სკოლაში სწავლობს ( ღმერთმა სიკეთე მისცეს ოთხივეს ); პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ოჯახის წევრს სულ ახლახან სახელმწიფოს კუთვნილი ტყე აჩუქა; პრემიერ-მინისტრს, რომლის კორუფციულ საქმიანობაზე ლეგენდები დადის; პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბატონის დავალებით ამ ქვეყანას რუსეთში ექაჩება; პრემიერ-მინისტრს, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს აბოლებს, რომ ქვეყანა აყვავდა, არადა ეს მშობლები გადახვეწილი არიან ქვეყნიდან პურის ფულის საშოვნელად, რომ აქ შვილებს გამოუგზავნონ…
აი, ამ პრემიერ-მინისტრს ეს მშიერი ხალხი იმ ფოტოზე, რომელიც კერძო სკოლაში შვილის შეყვანას ასახავს, მილოცვის კომენტარებს უწერს, ლაიქებით ავსებს და არის ერთი ამბავი. არანაირი შეკითხვა იმაზე, რატომ დადიან მათი შვილები საჯარო სკოლაში, რატომ ვერ იღებენ რეალურად ვერანაირ განათლებას და რატომ დაჰყვას მთავრობას თავისი შვილები კერძო სკოლებში.
ტროლ-ბოტების გარდა ნამდვილი ხალხის, მათ შორის ნაცნობების ლაიქებიც ვნახე. ჩემს იმ გვერდზე დაბლოკილი ვყავარ ღარიბაშვილის ფეისბუქს, მაგრამ ახლა ეს მეორე, ახალი გვერდიც რომ შევქმენი და ამომიგდო სტატუსი, გაკვირვება ვერ დავმალე ფოტოზე რეაქციებით.
ტრაგედიაა ეს – ის კომენტარები და ლაიქებია ტრაგედია. ალბათ ესეც ჩვენი სასკოლო განათლების შედეგია.
თითოეული თეთრი, რომელსაც მთავრობა იპარავს, აკლდება იმ საჯარო სკოლებს, სადაც მშიერ ხალხს შვილები დაჰყავს და სადაც ვერანაირ განათლებას ვერ იღებენ. მთავრობა ფიქრობს, რომ ამ დაქცეული სკოლების გამოშვებულ ბავშვებსაც მოჯამაგირეებად დაიყენებს მომავალში და ისევ მას მოემსახურება კაპიკებად, ისევ მას დაულაიქებს ისევ ხალხისთვის მოპარული ფულით დასპონსორებულ სტატუსებზე. მასწავლებლებსა და მშობლებს კი არჩევნების წინ კოორდინატორის ფუნქციას შესთავაზებს. ზოგი ისევ მაგიდის ქვეშ შეძვრება საარჩევნო სიებით, ზოგიც საარჩევნო უბანთან დადგება შეურაცხყოფილი ან სულაც ბედის მადლობელი, ეს ,,სამსახური” მაინც რომ უწყალობა მთავრობამ.”
თეგები: ვახო სანაიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved