• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავიდან ეს ფაილები ერთი „ოპერის“ შეგროვებული მეგონა, მაგრამ რაც მეტად ვეცნობი…” – რას ამბობს ისლანდიური კომპანია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი სკანდალური ფაილების დაბლოკვა?

ალია ავტორი - ალია
21:03 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

გიორგი ჯავახაძე, ალია

სკანდალური ჩანაწერები                                   

ერთი კვირის წინ, უცხოურ საიტზე აიტვირთა მასალები, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ სუს-ი უსმენდა საშუალო და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საუბრებს ერთამანეთთან, პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, დიპლომატებთანაც კი. ფაილების მიხედვით, მოსმენა ხორციელდებოდა ტელეფონის, სოციალური ქსელის და რიგ შემთხვევაში, უშუალოდ, ბინაში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით. ფაილები დაეგზავნა მედიასაც, ოღონდ, გავრცელებული ინფორმაციით, სანამ მედიას დაეგზავნებოდა, მანამდე აიტვირთა ღიად უცხოურ საიტზე. გვერდი ისევ არ არის დაბლოკილი. ჩანაწერების მიხედვით, მოთვალთვალემ იცოდა, რომ ადგილი ჰქონდა რიგ შემთხვევაში ნარკოტიკის შემოტანას, რიგ შემთხვევაში ძალადობის დაგეგმვას, რიგ შემთხვევაში კი უმძიმეს დანაშაულს პედოფილიას და მაინც – დანაშაულის მოქმედი პირები დაკავებული არ არიან. რისთვის იყენებდნენ ოპერატიულ მონაცემს, თუ მას არ იყენებდნენ დანაშაულის აღმოსაფხვრელად? – ამ კითხვისთვის ჯერ არავის გაუცია პასუხი.

მართალია, მედიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები არ გაუვრცელებია, მაგრამ რამდენმა მიიღეთ ინბოქსში რომელიმე სასულიერო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილიდან ნაწყვეტი? ჩვენი ინფორმაციით, ადამიანები ამ ნაწყვეტებს ერთამანეთს უგზავნიან და მხოლოდ დროის ამბავია, როდის მოხვდება ეს ფაილები მრევლის ხელში და მერე არავინ უწყის, რას გადაწყვეტს ამა თუ იმ მღვდელმთავრის მრევლი.

სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში უკვე აანონსებენ რიგ მღვდელმთავრებზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გასაჯაროებას, მეტიც, ზოგი ამტკიცებს, რომ ამ ფაილებზე დაყრდნობით, ფილმი მზადდება და მალე იხილავს ეს ფილმი დღის სინათლეს.

„ალიას“ კიდევ ერთი წყარო, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება და ყოფილი ძალოვანია, ფაილების შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, ფაილების გადმოწერა საიტიდან არ ხერხდება ქართული აიპი მისამართით, თუმცა, შესაძლებელია მისი გადმოწერა უცხოური აიპი მისამართით.

– თავდაპირველად უფრო ადვილი იყო ფაილების გადმოწერა, ახლა მეტი და მეტი ადამიანი იწერს და გართულდა შედარებით. 4 დღე დასჭირდა ჩემ ნაცნობს, რომ გადმოეწერა სრულად. თავიდან ეს ფაილები მართლაც ერთი „ოპერის“ შეგროვებული მეგონა, რაც მეტად და მეტად ვეცნობი, ვხვდები, რომ ფაილები მინიმუმ, მთავარი სამმართველოს სერვერიდანაა გადმოწერილი…

– რამდენიმე დღის წინ, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, რომელსაც ხელს ადებენ ფაილების გამოტანაში, გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არასოდეს ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან გამოვიდა ეს ინფორმაცია.

– მე ის ვიცი, რომ ფაილები არ არის გადმოწერილი რომელიმე ერთი ოპერის კომპიუტერიდან, აქ ყველა მასალაა თავმოყრილი, რაც საპატრიარქოს და თუგინდ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეხებათ. დიდი ალბათობით, მას, ვინც ფაილები გადმოიტანა, უნდა ჰქონოდა ამ განყოფილების სერვერთან წვდომა, ეს არის ის კომპიუტერი, სადაც ყველა ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. როცა იწერ, ფაილების წყობაც ისეთია, თითქოს „დესკტოპზე“ შედიხარ, ისეა ფაილები დანაწილები, როგორც იქ იყო, მთავარ სერვერზე. რაც შეეხება გადმოწერას, ამბობენ, რომ ახლა, ღამის საათებში უფრო ადვილად ხდება გადმოწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში ისევ უამრავი ადამიანი იწერს. ხომ არ გეპარებთ ეჭვი, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვს უკვე გადმოწერილი?

– ჩვენი ერთ-ერთი წყარო გვიყვება, რომ ამ ფაილების გავრცელებაზე არაოფიციალური დასტური დასავლეთმაც გასცა ამ წინასაარჩევნოდ.

– ამაზე ასე გიპასუხებთ, ერთმა ჩინოვნიკმა თქვა და ვეთანხმები, ისე კი არ უნდა გააკეთო, როგორც დასავლეთი გირჩევს, არამედ, ისე უნდა მოიქცე, როგორც დასავლეთი იქცევა თავის სახლში. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას ამ ფაილების უკვე 90 პროცენტი აქვს თავად და ფაილთა ოდენობა დაახლოებით 60 000-ია. ფაილები იმდენად ბევრი და დიდია, პირველ ჯერზე ვერც იწერ, მეათე ცდაზე თუ დაიწყე გადმოწერა, „იღბლიანი“ ხარ, ზოგი ფაილის გადმოწერა მხოლოდ 50-ე ცდაზე მოახერხეს, არ ვიცი, ეს სწორად როგორ ავხსნა, თევზაობას ჰგავს, ბევრი თევზია, მაგრამ ანკესს ეგრევე შესაძლოა არც ერთი არ წამოეგოს. მასალები აიტვირთა ისლანდიიდან, რეიკიავიკიდან, ზუსტი მისამართიც ვიცი და ტელეფონიც… ეს ის კომპანიაა, რომელიც ამ საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაცვაზეა უფლებამოსილი. დავრეკე ამ კომპანიაში და ვკითხე, დაცვის რა მექანიზმი მექნება, თუ მათი სერვისით ვისარგებლებ. მიპასუხეს, რომ საქართველოს მთავრობას თუ დასჭირდება საიტის დაბლოკვა, ჯერ ამისათვის უნდა მიმართოს ისლანდიის პოლიციას, რომელმაც თავის მხრივ უნდა მიმართოს ისლანდიის სასამართლოს და მხოლოდ იქაური სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი გვერდის დაბლოკვა. ძალიან ჭკვიანურადაა შერჩეული ადგილი, ისლანდიასთან ჩვენ ქვეყანას არ აქვს ისეთი ურთიერობა, რომ პირდაპირ იმოქმედოს.

და ბოლოს, ცნობისთვის რაც ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, ვირუსი, ვაქცინაცია, გარდაცვლილთა საზარელი სტატისტიკა არ არსებობს თითქოს ქვეყანაში, მხოლოდ ლატარია და 100 ლარიანი მოგებები. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა არ პერიოდში (მასალა მომზადდა კვირას, 19 სექტემბერს) მხოლოდ ერთი ვებინარი გამართა! იკლო ვაქცინაციისადმი მოწოდებებმაც. ვაქცინაციის რეკლამას კი, ღიად გადააკრეს „სისხლიანი“ პოლიტიკური ბანერი. გვიხაროდეს, ჩვენ ისევ ვინარჩუნებთ იმ ქვეყნის სტატუსს, რომელიც არ ცნობს „პურს და სანახაობას“ და მხოლოდ სანახაობა ადარდებს. მეტიც, სისცოცხლესა და სანახაობას შორის, ისევ სანახაობას ვირჩევთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში 43 ადამიანი გარდაიცავალა, თუმცა, თავში ხელი აღარავის წაუშენია. აქა-იქ რამდენიმე ექიმი წერს და თავადვე კითხულობს…

თეგები: უკანონო მოსმენების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved