• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავი შეიკავეთ განხილვისგან” – თქვა სუსმა გახარიას, ზურაბიშვილის, კობახიძის, ვოლსკის და სხვათა კომენტარის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
19:55 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვის დაკავების საქმეზე მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, “აზიანებს გამოძიების ინტერესებს”. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სუსი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამ საქმის საჯარო განხილვისგან:

“გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის. ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი —დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება”.

შეგახსენებთ, გვარამიას და გაბუნიას გარდა, ამ საქმეზე კომენტარი გააკეთა პრემიერმა გახარიამ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ნატოში აშშ-ს ელჩმა, კობახიძემ, კალაძემ, ვოლსკიმ… მოკლედ, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა…

ვის გულსიხმობს სუსი და გულისხმობს თუ არა ყველას – არ დაუკონკრეტებია.

მართალია, მმართველი გუნდის ყველა ლიდერმა, სუს-ს მოუწოდა ყველა შესაძლო ინფორმაციის გასაჯაროებისკენ, მაგრამ სუსი გვეუბნება, რომ მზადაა ჩვენგან მიიღოს ინფორმაცია – თუ იგი თვეების მანძილზე აკვირდებოდა ბოკოვსა და მის მეგობრებს, ჩვენ როგორ გვეცოდინება მასზე მეტი – ეგაც უცნობია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved