დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება
დედაქალაქში და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.
უწყების ინფორმაციით, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს “თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.
კომენტარები