• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ…” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
01:27 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
656

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

,,მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან. ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს. სვამ. ერთი რას მეყოფა – ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები – ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსესიებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება. დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან – ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი. ,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო. ასეთი იყო ის დღეები. ის ომი. ომი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ გამარჯვებისაც მოგიყვებით ოდესმე.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved