• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავი ამერიკულ ფილმში მეგონა, დევნა და მაგარი პოლიციელები… – რა მოხდა თბილისის ქუჩებში

ალია ავტორი - ალია
15:56 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეონა კეკელიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გჯერათ სასწაულების? ნიკოლოზ ნამგალაურის და ვახტანგ ქავჯარაძის წყალობით – მე მჯერა დღეიდან!

შემდეგი ამბავი დამემართა: მე და დედაჩემი ვიჯექით თბილისის ერთ-ერთ კაფეში, აბანოთუბნის რაიონში და იანდექს ტაქსი გამოვიძახეთ, რომ სახლში წავსულიყავით. ეს იყო ჩვეულებრივი თეთრი Toyota prius, ნომერი არ დამამახსოვრდა (მგონი, ასეთ ინფორმაციას თითქმის არავინ იმახსოვრებს). მან წაგვიყვანა სახლში (ვერაზე). სახლში რომ შევედი მივხვდი, რომ ჩემი ტელეფონი მანქანაში დარჩა….

დედაჩემის ტელეფონით ვეცადე დარეკვა Yandex– ის ცხელ ხაზზე (ინტერნეტში ვერ მოვძებნე, მხოლოდ მათი ერთი ოფისის ნომერი, საიდანაც ტელეფონი არავინ აიღო). შემდეგ კი 112-ს დავურეკე, და ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ მაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვხედავ, სად არის ჩემი ტელეფონი ამ წამს. მათ მხოლოდ მიპასუხეს რომ – ინფორმაცია მიღებულია – დაელოდეთ. მე ვკითხე: არ შეიძლება პატრულს სთხოვოთ, შეეცადონ მაგ მანქანის პოვნა და გაჩერება, რადგან ტაქსის მძღოლის ადგილმდებარეობა ვიცი?! მათ მიპასუხეს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

პარალელურად ჩემს ტელეფონზე ვრეკავდი, მაგრამ ის ჩუმ-რეჟიმზე იყო და სავარაუდოდ მძღოლს არ ესმოდა.
გულში კი ვფიქრობდი: რა მოხდება, თუ არა პატიოსანი მგზავრი ჩაჯდა და ტელეფონი გამორთო და ჩუმად წაიღო?! სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო!!! საკმაოდ ძვირფასი ტელეფონია და თავის თავად შენახული ინფორმაცია.

მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ გავყოლილიყავით ტაქსისტს ლოკაციით, ჩვენი მანქანით. გზად მეგობარს ავუხსენი სიტუაცია და მან მომცა იდეა, რომ გამეჩერებინა საპატრულო მანქანა და დახმარება მეთხოვნა. საბედნიეროდ მე შემხვდნენ ძალიან მაგარი პოლიციის თანამშრომლები. ბატონ ნიკოლოზმა და ვახტანგიმ მომისმინეს და უყოყმანოდ გადაწყვიტეს, რომ უნდა მიშველონ.

მთხოვეს მათ მანქანაში ჩაჯდომა და ტაქსის მძღოლის გეოლოკაციის გასწვრივ წავედით. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიარეთ, რადგან უნდა დაეწია ტაქსისტისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო შორის ჩვენგან მიდიოდა. თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები. შედეგად ტაქსის მძღოლს დავეწიეთ, რომელიც სახეზე ვიცანი. პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს შეჩერება. რა თქმა უნდა, ტაქსის მგზავრმა ტელეფონი იპოვა და მძღოლს მისცა, მან კი ის ჩვენ დაგვიბრუნა. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

ბატონმა ნიკოლოზმა და ვახტანგმა გზაში დამამშვიდეს და თავაზიანად სახლამდე მიმაცილეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ!

მათ არა მარტო ტელეფონი დამიბრუნეს, არამედ რწმენა კარგი და პატიოსანი ადამიანების მიმართ!

არც სელფზე არ მითხრეს უარი, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ უარი ეთქვათ დახმარებაზე და არ მოცდენილიყვნენ თავის საქმეს, რადგან მე განცხადება უკვე გაკეთებული მქონდა 112-ში, მაგრამ ისინი გულგრილი არ დარჩნენ რიგითი მოქალაქის პრობლემის მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიციას შეუძლია იამაყოს თავისი თანამშრომლებით და მოქალაქეებს ყოველთვის შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ პოლიციის! აი, ისეთი არაჩვეულებრივი ამბავი შემემთხვა, რომელიც ძალიან დიდხანს დამამახსოვრდება!
P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია ქართულ ენაზე და ბოდიშს ვიხდი, შეცდომები თუ დავუშვი ტექსტში, მაგრამ იცოდეთ რომ გულით მინდოდა ამ ამბის მოყოლა! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!!!!,“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved